fbpx

მარიო ლასალანდრა  – „პოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებები“, 1962-2011 წლების ფოტონამუშევრები 


გააზიარე სტატია

 

 

ფოტოგამოფენა „პოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებები“ (1962-2011 წლების ფოტონამუშევრები) ერთგვარი მოგზაურობაა მსოფლიოში ცნობილი ვენეციელი ფოტოხელოვანის, მარიო ლასალანდრას ცხოვრებასა და შემოქმედებაში და მისი ნამუშევრების რეტროსპექტივაა. აქ წარმოდგენილი 150-მდე შავ-თეთრი ფოტო, რომლის სტილსაც თავად ლასალანდრა „მაგიურ სურეალიზმს“ უწოდებს, მე-20 საუკუნის იტალიას დაგვანახებს. მარიო ლასალანდრა იტალიური ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვატორ და ბრწყინვალე ფიგურად ითვლება. თავად ფოტოხელოვანი და მხატვრი იგონებს, რომ პირველად სინათლისა და კომპოზიციის საფუძვლებს ჯიამბატისტა ტიეპოლოსთან და წმინდა თეკლას ხატზე დაკვირვებით დაეუფლა, ესტეს ტაძარში, რომელიც მისი ბავშვობის სახლთან ახლოს მდებარეობდა. ის ასევე მის გავლენად ასახელებს რეჟისორების მიქელანჯელო ანტონიონის, ფედერიკო ფელინის, ინგმარ ბერგმანისა და პაზოლინის ფილმებს.

მარიო ლასალანდრას რომელსაც თავდაპირველად რეჟისორობა უნდოდა, ამ პროფესიაზე უარი თქვა ოჯახის წევრების გამო, რადგან ვერ გაიმეტა ისინი იტალიის კინოსტუდია „ჩინეჩიტაში“ საცხოვრებლად, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფიის მაგივრად იგი მთელ თავის ჯადოსნურ წარმოსახვით სამყაროს „Il Magico“-ს („მაგია“) დადგმაში აქსოვს, რომელიც სავსეა სილამაზით, პოეტურობით, მარტივი ფორმებით, სიურრეალისტური და ემოციების აღმძვრელი ატმოსფეროთი. ლასალანდრამ ეს დადგმა განახორციელა 11-ჯერ, რომელიც 2003 წელს დაიწყო მოდენას პროვინციის ქალაქ სან ფელიჩე სულ პანაროში, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით იღებდა მონაწილეობას. ადგილობრივები ერთი დღით მის პერსონაჟებად იქცევიან და აცოცხლებენ ზღაპრულს, რაც საუკეთესო შთაგონების წყაროა პროფესიონალი, თუ მოყვარული ფოტოგრაფებისთვის.

ბიოგრაფია

ლასანდრა დაიბადა 1933 წელს ესტეში, ეუგანის ბორცვების სამხრეთით. მას დედამისის მამისგან, ფედერიკო ტუზასგან მემკვიდრეობით ერგო სტუდია, რომელიც მასავით ფოტოგრაფი და მხატვარი იყო და 1950-იან წლებში მოღვაწეობდა. თავდაპირველად მხატვრობაში ექსპერიმენტირების შემდეგ, ლასანდრამ 1962 წელს ფოტოგრაფია აღმოაჩინა და თავისი პირველი სოლო გამოფენაც მოაწყო ფოტოესეითი „ეგვიპტეში მოგზაურობა“. ეუგანის ბორცვების წყნარი ატმოსფერო, სადაც ხელოვანი ცხოვრობს და ვენეციის ქალაქგარეთის უკიდურესად მშვიდი გარემო მაგიურ შთაბეჭდილებებს იწვევს, რომელიც გამოსჭვივის მისი ფოტოებიდან. იგი მალევე შეუდგა არაკომერციული ორიგინალური ნამუშევრების შექმნას, კლოუნის მსგავსი ტიპაჟების გადაღებას მიტოვებულ სივრცეებში, სადაც ფელინის ადრეული ფილმების („La Strada“ და „კაბირიას ღამეების“) აშკარა გავლენა იგრძნობა. სცენები თანდათან უფრო რთულდება, ლასანდრა იწყებს ფანტასტიკური ისტორიების შეთხზვას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დაცლილია მკვეთრი დრამატურგიული თანმიმდევრული ხაზისაგან, სავსეა ასოციაციებითა და მინიშნებებით თანამედროვე მითოლოგიურ პერსონაჟებზე. ასე შეიქმნა მისი ცნობილი ფოტოსერიები: „განკითხვა“ (1967), „საფრთხობელები“ (1968), Filodrammatici („მოყვარული მსახიობები“) (1968) და „დრამის ქრონიკა“ (1970), რომლებშიც გამოსახულია ანგელოზები, ქალწულები, წინასწარმეტყველები, ნიღბები, მსახიობები და მოჩვენებები. ეს არამდგრადი ფიგურები იმ არასტაბილური ეპოქის მანიფესტაციაა, როდესაც იტალიური ფოტოხელოვნება ღრმა და შეუქცევად კრიზისს განიცდის. ამავე დროს, ეს ფიგურები არაჩვეულებრივად ორიგინალური ფორმით საზრდოობს ისტორიისგან — დაგეროტიპიდან დაწყებული ავგუსტ სანდერამდე, დევიდ ბეილიდან დაიან არბუსამდე. მისი ნამუშევრები პერსონაჟებისა და სიტუაციების განუწყვეტელ და ჯერ კიდევ ამოუწურავ მრავალფეროვნებას გვთავაზობს. აღნიშნული პერსონაჟები მარიო ლასალანდრას თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვატორ და ბრწყინვალე არტისტად აქცევს.

პაოლო მორელო: ფოტოგრაფიის ისტორიკოსი, ფოტოგრაფი, გამომცემელი, კოლექციონერი და გალერეის მფლობელი. იგი იტალიური ფოტოხელოვნების ისტორიის მრავალი ფუნდამენტური კვლევის ავტორია, მათ შორის ლასალანდრასპოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებების“.

გამოფენები

მარიო ლასალანდრას პერსონალური გამოფენები გამართული აქვს იტალიის ყველა მნიშვნელოვან ქალაქში და მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს მრავალ საგამოფენო სივრცეში გამართულ სოლო თუ ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის: ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში „მანეჟში“, ვარშავის ეროვნულ გალერეაში, Kunstgewerbemuseum ბერლინში, Bibliotèque Mitterrand პარიზში, პეგი გუგენჰაიმის კოლექციაში ვენეციაში, FORMA Int — ფოტოგრაფიის ცენტრში მილანში და Palazzo TE მანტუაში. მისი ნამუშევრები გამოფენილია ნიუ იორკის საერთაშორისო ცენტრში (კომელ კაპას კურატორობით, 1986 წ.), საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ჟან კლოდ ლემანის კურატორობით, 1966), CSAC — პარმაში, ნიუ იორკის Photography Annual-ზე და პრაღის ივან ვივიალის კოლექციაში. მარიო ლასალანდრა დამსახურებებისთვის ფოტოხელოვნებაში ნომინირებული იყო FIAF-ის (ფოტოგრაფიული ასოციაციის იტალიური ფედერაცია) „წლის ავტორად“ 1996 წელს.

პროექტის შესახებპროექტის შესახებ

მარიო ლასალანდრას, „პოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებები“, 1962-2011, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მოიცავს:

  • მისიცნობილიფოტოსერიების 150-მდევინტაჟურიშავ-თეთრინამუშევრისექსპოზიციას: „განკითხვა“ (1967), „საფრთხობელები“ (1968), Filodrammatici („მოყვარულიმსახიობები“) (1968) და „დრამისქრონიკა“ (1970).
  • ლუკასეტიმოსდოკუმენტურიფილმის „ჩვენვართის, რაცვიცით“ ნაწყვეტებისჩვენებას. მოგზაურობასლასალანდრასცხოვრებასადაშემოქმედებაში, მისიყველაზემნიშვნელოვანიდაცნობილინამუშევრებისდათვალიერებისმეშვეობით.
  • მუზეუმისერთიდარბაზისრულადდაეთმობამარიოლასალანდრას „Il Magico“-ს („ჯადოსნური“), რომელსაცქართველიარტისტიირაკლინასიძე (რინაჩერნაიასთანამონაწილეობით) საკუთარიხედვითშემოგვთავაზებს. ნასიძისარტისტულიმგრძნობელობადაშემოქმედებითიპროცესი „Il Magico“-სთემატიკასუნიკალურიპერსპექტივითდაგვანახებს. აქ, ასევე, გამოფენილიიქნებალასალანდრასმიერსანფელიჩესულპანაროში „Il Magico“-სთვისშექმნილიმარიონეტებისადაორიგინალიჩანახატებისკოლექციაც.

ირაკლი ნასიძე, კრეატიული დირექტორი და პროექტის ხელმძღვანელიირაკლი ხელმძღვანელი

„ყველაზე მეტად მარიო ლასალანდრას შემოქმედებაში აღმაფრთოვანებს უკიდურესად სიურრეალისტური სტილი, რომელსაც შავის და თეთრის მკვეთრი კონტრასტი ახასიათებს. შეფარული, უძრავი, თითქმის დრამატული გამომეტყველების მქონე ფიგურები იდუმალებით სავსე უჩვეულო ატმოსფეროს ქმნიან. ფარდის ოდნავი გამჭვირვალება დროის არარსებობით გამოწვეულ განყენებულობის განცდას ამძაფრებს და ავანგარდული კინოს ატმოსფეროს გვახსენებს, რომელსაც განსაკუთრებით ვაფასებ. მარიო ლასალანდრას სტილმა მომენტალურად მომნუსხა და ჩემი უსასრულო შთაგონების წყაროდ იქცა. ის თეატრალიზებულ, პოეტურ და ეფემერულ ცეკვას გვაგონებს, სადაც იდუმალება და სილამაზე ერთიანდება ჰაერის ერთ ჩასუნთქვაში.“

 

კრიტიკული გამოხმაურებაკრიტიკული გამოხმაურება

„…მარიო ლასალანდრა ნადირობს აჩრდილებზე. დახვეწილად და ელეგანტურად ეფლობა საკუთარ შინაგან სამყაროში, სადაც ეძიება ახალ და ძველ ოცნებებს, შიშებს, მისწრაფებებს, ფანტაზიებს და ზღაპრულ ისტორიებს. როგორი დღესასწაული იქნებოდა ეს ფსიქოანალიტიკური დისკუსიისთვის!… ასე მგონია, რომ ლასალანდრა სერიოზული ფოტოხელოვანია და ვიზუალურ მრავალფეროვებას მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნებისთვის კი არ გვთავაზობს, არამედ რეალურად გვანახებს ოცნებებს, გადმოსცემს თავის ფანტასტიკურ სამყაროს და თავის ადამიანურობას. დიახ, მე მჯერა მისი.“

ლანფრანკო კოლომბო: ექსკლუზიურად ფოტოგრაფიისთვის მიძღვნილი პირველი კერძო სამხატვრო გალერეის Il Diafram­ma- (მილანი, 1967) და 1972 წელს მთავარი იტალიური ფოტოგრაფიული ჟურნალის, Il Diaframma – fotografia italiana დამფუძნებელი.

„მარიო ლასალანდრას ფოტოები სცდება საყოველთაოდ დამკვიდრებულ კანონებს, რადგან მისი ხედვა სრულიად განსხვავებულია, იშვიათი და დახვეწილია მსოფლიო ფოტოგრაფიაში, რომლის ყურადღებაც მთლიანად მიმართულია ისეთი გამოსახულებების შექმნისკენ, რომლებსაც მძლავრი ემოციების აღძვრის უნარი აქვს. თავის ნამუშევრებში იგი უსიამოვნო მოგონებებს აცოცხლებს და ღრმა შინაგან სამყაროსთან დაკავშირებულ მაგიურ, სიზმრისებურ ატმოსფეროდ გარდაქმნის. ამგვარად იგი ახერხებს ჩვენი შეგრძნებების ისეთ უცნაურ მდგომარეობამდე მიყვანას, როდესაც თითქოს ყველაფერი გაჩერებულია, უკვე მომხდარის და ჯერ არგანხორციელებულის ზღვარზეა, სადაც შესაძლებელია ჯერ კიდევ უცნობი შეგრძნებების აღმოჩენა, შეუძლია გახსნას გზა ჩვენს ქვეცნობიერში არსებულ მეტაფიზიკური სამყაროსკენ, რომელიც სიურრეალურს ესაზღვრება. სწორედ ამიტომ და არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი უკვე დაახლოებით ორმოცდაათი წელია, რაც მოღვაწეობს ამ სფეროში, მარიო ლასალანდრა შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოხელოვანად, რომელიც იმ მცირერიცხოვანთაგანია, ვისი ცნობაც მისთვის დამახასიათებელი უნიკალური პოეტიკის და სიმძაფრის გამო მომენტალურადაა შესაძლებელი.“

ფაბრიციო ბოჯიანოგალერეა Vision Quest, გენუა

მწერლები, ვისაც დაუწერია მის შესახებ: გვიდო ბეცოლა, Corriere della Sera – ანტონიო არკარი – ლუიჯი კარლუჩიო, Panorama – იტალო ზანიერი – ჯორჯო რომანო, Rai – პიერჯორჯიო ბრანცი – ლანფრანკო კოლომბო, Galleria Diaframma – მანფრედო მანფროი – გუსტავო მილოცი – ნიკოლა სალდუტი, Corriere della Sera – ლუიზა სომაინი – ჟან კლოდ ლემანი – ჟ. პიერო ტურონი – ფაუსტო რასკიატორე – ჯორჯო ტანი, FIAF-ის პრეზიდენტი – ა. ბარაჩინი კაპუტი – ჩარლზ რეინოლდი, „პოპულარული ფოტოგრაფია“ – ეტა ლიზა ბასალდელა – რომანო ფრეა – ემანუელ სალვადორი, Leica – ფრანჩესკო სპროკატი – მარჩელო ტოსი – ლორენცო ბრუნაცო – ჯოვანა კალვენცი, Corriere della Sera – მიქელე სმარჯიასი, La Repubblica.

  • კურატორი: პაოლა ლასალანდრა
  • კრეატიული დირექტორი: ირაკლი ნასიძე
  • გახსნა:კვირა, 3 მაისი, 2025, 19:00-21:00
  • გამოფენის ხანგრძლივობა:3 მაისი – 12 ივნისი, 2025
  • საგამოფენო სივრცე:ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
  • ფესტივალის ვებგვერდი: https://kolga.ge/
  • მუზეუმის ვებგვერდი:https://www.tbilisimoma.ge/
  • არტისტის ვებგვერდი:www.mariolasalandra.com
  • არტისტის საკონტაქტო ელფოსტა: [email protected]
  • ინფორმაცია/კონტაქტი:[email protected]

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.