ამერიკული სათავგადასავლო კულინარიული შოუ “From Scratch” საქართველოს ეწვია.
7 მაისს გაიმართება საქართველოსთვის მიძღვნილი ეპიზოდის პრემიერა, რომელიც შოუს ავტორმა და წამყვანმა, მსახიობმა დევიდ მოსკოუმ, კომპანიასთან – 1991 Productions – კოლაბორაციით განხორციელდა.
შოუს ფორმატი შემდეგია: დევიდი ხვდება ადგილობრივ შეფს და სინჯავს მის მიერ მომზადებულ ტრადიციულ კერძს. ამის შემდეგ იწყება მისი თავგადასავალი – თავად მოიპოვოს ამ კერძის ყველა ინგრედიენტი და საბოლოოდ ნოლიდან მოამზადოს ის. ინგრედიენტების ძიების პროცესში დევიდი ეწვევა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს და მაყურებელი ეცნობა ქვეყნის კულტურას, ისტორიას და კულინარიულ ტრადიციებს.
დევიდ მოსკოუ 1991 Productions-ის პროდიუსერებმა 2019 წელს აშშ-ში გაიცნეს, რის შემდეგაც ორივე მხარეს გაუჩნდა სურვილი, გადაღება საქართველოში შემდგარიყო და ქვეყნის მრავალფეროვნება მაყურებლებისთვის გაეცნოთ. დიდხნიანი შრომისა და მზადების შემდეგ, 2023 წელს შეთანხმება შედგა, ხოლო გადამღები ჯგუფი საქართველოს 2024 წლის ზაფხულში ეწვია – საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
From Scratch სტრიმინგ პლატფორმა Tastemade-ზე გადის და უკვე მეხუთე სეზონით ბრუნდება. წინა სეზონების განმავლობაში დევიდი სტუმრობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას და მილიონობით მაყურებლის სიყვარული მოიპოვა.
საქართველოს ეპიზოდის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია წინანდლის მამული და შეფი ირაკლი ასათიანი, ეპიზოდში ასევე ვნახავთ მარლეტას ფერმას, მეღვინეობა თილისმას და ვეწვევით თუშეთს.
საქართველოდან გადაღებაზე იმუშავეს პროდიუსერმა ნინო ჩიჩუამ, ლაინ პროდიუსერმა ნინო ჩხიკვიშვილმა, წარმოების კოორდინატორმა თათა ფოცხვერაშვილმა, თანაშემწემ მარიამ აფრასიძემ და DIT გიორგი ბერძენიშვილმა.
უცხოური ჯგუფი შედგებოდა შემდეგი წევრებისგან:
აღმასრულებელი პროდიუსერები: კარენ მოსკოუ, დევის მოსკოუ
რეჟისორი: დეილ ლავ-ბალანტინ
კამერის ოპერატორი: ჰენრი რეი გოცო,
ხმის ოპერატორი: დემიენ რუდი
საპროდიუსერო კომპანია: Indie Village Creative
159 total views, 1 views today