“საზღვრები და გასასვლელები” – ჯგუფური გამოფენა გორის ხელოვნების სახლში
ფოტო: თათი აბრამიშვილი
საზღვრები გვყოფს, გვაცალკევებს, გვბოჭავს, თუმცა ამავე დროს გვანიჭებს უსაფრთხოების შეგრძნებას. იცავს ტერიტორიებს, პირად სივრცესა და ემოციებს. საზღვრები არაა სტატიკური დაუცვლელი; მისი ავტორიტეტი ცვალებადია. შეიძლება, ერთ დღეს, საკუთარი რეალობა სხვის საზღვრებში, ხოლო აქამდე გადაულახავი ბარიერი, საკუთარი კომფორტის ზონაში აღმოაჩინო.
გამოფენა “საზღვრები და გასასვლელები” აერთიანებს ქართველ ხელოვანებს, რომლებიც იკვლევენ ბარიერებს, ეძებენ მათგან გასასვლელებს და ცდილობენ უსაფრთხო სივრცის შექმნას. მულტიმედია ნამუშევრები აკვირდებიან ბუნებრივ და ხელოვნურ საზღვრებს, სივრცეებსა და მათ გავლენას ჩვენზე. ნამუშევრები ტოვებენ მეხსიერების ჩიხებს და გამოდიან წარსულიდან. ისინი შლიან ზღვარს მომავალსა და აწმყოს შორის. გამოფენის ერთ-ერთი მიზანიც ესაა, კონსერვირდეს მედია ტექნოლოგიების საშუალებით, რათა ამ სივრცემ და გამოცდილებამ გააგრძელოს არსებობა ვირტუალურ სამყაროშიც.
გამოფენა შექმნილია “ნიანგის” და “აბლაბუდას” სახელით – “ნიანგი”, ახალი მედია ხელოვნების პლატფორმაა, რომელიც შეიქმნა 2024 ის აგვისტოში, ხოლო “აბლაბუდა” ახლად შექმნილი ტრანსმედია პროექტია.
გორის ხელოვნების სახლი ერთადერთი ადგილია გორში ახალგაზრდებისთვის და ხელოვნებით დაინტერესებული ხალხისთვის. იგი ამჟამად არის მთავრობის ზეწოლის ქვეშ, თუმცა ცდილობენ გააგრძელონ მუშაობა და ზრდა. გამოფენა ეხმიანება არსებულ სიტუაციას და ცდილობს ახლებურად გადაიაზროს ეს ფიზიკური სივრცე და მისი ხელმისაწვდომობა ვირტუალურ კონტექსტში.
კურატორები: ნინო გიორგაძე და ირაკლი მარგიშვილი
გამოფენაზე მონაწილე არტისტები:
აბლაბუდა | ალექსი სოსელია | ანდრო დადიანი | ნინო ჩეჩელაშვილი | ETHERNET_011 | გიორგი წილოსანი | ნენე გოგრიჭიანი | მიმი მელაშვილი | სალომე ვეფხვაძე | სოფი გველუკაშვილი | თათა საბაშვილი | თათი აბრამიშვილი | თორნიკე ბრაჭული | ვერცხლისწყალი