fbpx

Haeri — დიზაინი, სადაც წარსული თანამედროვეობას ერწყმის


გააზიარე სტატია

Haeri-ს შთაგონება მოდის XVII–XVIII საუკუნეების არქიტექტურული სტილიდან და მათ თანამედროვე ინტერპრეტაციიდან. ეს არის ბრენდი, რომელიც ქმნის ხელნაკეთ, სკულპტურულ ავეჯსა და დეკორატიულ ნამუშევრებს — ყავის მაგიდებს, გვერდით მაგიდებს, ვაზებსა და თასებს — უნიკალური ქვისებრი მასალით. თითოეული ფორმა ორგანულია, რბილი და ამორფული — თითქოს ბუნებრივად წარმოშობილი.

ეს ნამუშევრები მხოლოდ სივრცის ვიზუალურ გაფორმებას არ ემსახურება — ისინი მას სიღრმეს და ხასიათს სძენენ. Haeri-ის თითოეული ნამუშევარი ინტერიერში გვხვდება როგორც დამოუკიდებელი დეკორატიული ელემენტი — გამორჩეული დიზაინითა და ფუნქციური ხარისხით.

“ჩვენ არ გვზღუდავს არც ფორმა, არც ფერი, არც მასშტაბი. ვქმნით სრულად მორგებულ, უნიკალურ ნამუშევრებს, რომლებიც ადაპტირდება კონკრეტული სივრცის მოთხოვნებთან.”

Haeri-ის ყველა პროდუქტი ხელით მზადდება სპეციალურად შექმნილი ქვისებრი მასალით, რომელიც ვიზუალურად ბუნებრივ მინერალებსა და ძველ, არქაულ ტექსტურებს წააგავს, თუმცა ამავდროულად გამოირჩევა სიმტკიცითა და გამძლეობით.

საბოლოო შედეგი იძენს სიმძიმეს და მასიურობას, რაც ნივთს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. დამზადების პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს — მასალის შეზავებას, ფორმის მიცემას, მექანიკურ დამუშავებას და საბოლოო მოპირკეთებას ხელით. სწორედ ეს უნიკალური ტექნოლოგია განასხვავებს Haeri-ს ნამუშევრებს და ანიჭებს მათ გამორჩეულ ტაქტილურ და ვიზუალურ იდენტობას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.