მთავარია გჯეროდეს – თიბისის ახალი გზავნილი
8 მაისს, თიბისი კონცეპტის სივრცეში, თიბისის ბრენდის ახალი პლატფორმისა და გზავნილის პრეზენტაცია გაიმართა.
მთავარია გჯეროდეს – ასე ჟღერს გზავნილი, რომელიც ერთი მხრივ, თიბისის 33 წლიანი არსებობის ისტორიას აჯამებს და მეორე მხრივ გვიყვება ბრენდის კულტურასა და ჯერ კიდევ გასავლელ გზაზე.
თიბისის კულტურის მატარებლები
“ყველა კომპანიას თავისი კულტურა გააჩნია და დროთა განმავლობაში დინამიკასთან ერთად ვითარდება. შარშან დავიწყეთ კვლევები, გამოვკითხეთ ჩვენი თანამშრომლები, დაახლოებით 7000-მა თიბისელმა მიიღო ამ კვლევაში მონაწილეობა და ამ კვლევით დავინახეთ სად იყო კულტურულად ჩვენი კომპანია თიბისელების აღქმაში”, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
გუნდური, მომხმარებელზე ორიენტირებული, მიზანსწრაფული, მოუსვენარი და გამბედავი – ეს თიბისის ბრენდი მთავარი კულტურილი მახასიათებლებია და ამას ბრენის 33 წლიანი გამოცდილება ადასტურებს.
დაწყებული 90-იანი წლებიდან, როცა ბანკის დამფუძნებლებმა დაგეგმეს ათწლეულის დასრულებამდე საქართველოში მომუშავე ბანკების ათეულში მოხვედრილიყვნენ და ეს ერთი შეხედვით შეუძლებელი ამოცანა საუკუნის ბოლოსთვის შეასრულეს; გაგრძელებული “რევოლუციური” მიდგომით, რომ მომხმარებლებისთვის სახელით მიემართათ; მომსახურების პროდუქტების და საზღვრების გაფართოებით, თიბისი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ შეუძლებელი არაფერია –
მთავარია გჯეროდეს
“ჩვენ გავიარეთ ძალიან დიდი გზა, ვისწავლეთ ძალიან ბევრი რამ მომხმარებლებთან ერთად. გვინდა ჩვენი მაგალითით შევეცადოთ ადამიანებს მივცეთ მოტივაცია საკუთარი თავის რწმენის და ჩვენი ისტორიის გაზიარებით ვუთხრათ, რომ თუ ისინიც დაიჯერებენ, თუ ექნებათ მიზანი, იქნებიან მეოცნებეები, მოუნდებათ, რომ უსასრულო აღმოჩენების გზაზე ბევრი რამ ისწავლონ, ჩვენთან ერთად ყველაფერი გამოუვათ”, – ამბობს თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი მაკუნა თავბერიძე.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განვითარებასთან ერთად, თიბისი ყოველთვის გრძნობდა კონტექსტსა და გარემოს “მაჯისცემას”. მთავარს, რაც ამ ყველაფერს აერთაინებს, თიბისი ერთ ფრაზაში გამოხატავს: “ჩვენ ვლახავთ ნებისმიერ გამოწვევას ერთად და ვხედავთ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჯერ სხვები ვერ ამჩნევენ”.
შესაბამისად ის “კულტურული ტრანსფორმაცია”, რომელსაც ბრენდი დროთა განმავლობაში განიცდიდა, მუდამ პასუხობდა მომხმარებლების მიზნებსა და სურვილებს:
“გამარჯობა” – მაშინ როცა თიბისიმ გადაწყვიტა მომხმარებელთან ურთიერთობა რევოლუციურად შეეცვალა;
“შენ” – როცა ბრენდმა მომხმარებელი საქამიანობის ცენტრში მოაქცია;
“ვინც არ უნდა იყო” – თიბისიმ უთხრა ადამიანებს, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა განსხვავებებს და ისინი ყველას თანაბრად ეხმარებიან მიზნების მიღწევაში;
“აქ, ახლა” – შეხსენება პანდემიის დროს, რომ აქ და ახლა ყველა სხვა დანარჩენზე უფრო სრულყოფილი შესაძლებლობა და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ხელშია;
“სულ შენთანაა” – თანადგომის და მხარდაჭერის გზავნილი ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება.
ახლა კი
“გაგვიჩნდა შინაგანი შეგრძნება, რომ დრო იყო მომხმარებლისთვის გვეთქვა, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების. ეს გზავნილი გაჩნდა იმის გამო, რომ მომხმარებელი ჩვენ გვენდობა. ზუსტად ეს არი ის კომპონენტი, რომელმაც ჩვენ თვითრწმენა გაგვიჩინა და ჩვენ ახლა ამას უკან ვაბრუნებთ. ამიტომ მთავარია გვჯეროდეს”, – მაკუნა თავბერიძე.
როგორც კოკა ქამუშაძე – სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, თიბისის ახალი გზავნილის ჩანასახი, ჯერ კიდევ შარშან, 26 მაისის კამპანისს დროს ვიხილეთ.
“გვქონდა ვიდეო, სადაც პატარა ბავშვი მიდიოდა პირველად სკოლაში. ეს იყო დამოუკიდებლობის მანიფესტი, სადაც ყურადღება გავამახვილეთ ინდივიდზე, ინდივიდის განცდებსა და თვითრწმენაზე, როცა შენ მარტო რჩები შენს თავთან და გიწევს გადაწყვეტილების მიღება; გიწევს გაბედვა და იმ გზის გავლა, რომელიც ბევრჯერ გაქვს გავლილი მშობლებთან ერთად, მაგრამ ამ გზის მარტო გავლა სხვა დაკვირვებას და თვითრწმენას გულისხმობს”, – კოკა ქამუშაძე.
ახალი კამპანიის ვიდეოც მსგავსი შინარსისაა: მთავარი გმირი მოგზაურობს, დგამს ნაბიჯს უცნობისკენ, იკარგება, იბრძვის საკუთარ თავთან, გარემოსთან, კარგავს და პოულობს ადამიანებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ოდისევსივით უბრუნდება საწყის წერტილს, შინაურ გარემოს ლიტელატურული ალუზიებით დატვირთულ კლიპს, სადაც მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მხატვრული სცენები ცოცხლდება, ფონად ერთგვარი მანიფესტი გასდევს შექსპირის 66-ე სონეტის ტაქტში და ეს ამ მოგზაურობას უფრო მუსიკალურად და ემოციურად აქცევს.
“ის რაც დამოუკიდებელ ადამიანებს აერთიანებთ არის, პირველ რიგში, რწმენა. ეს რწმენა არის ამ ახალი პლატფორმის, კლიპის და იმის, რასაც მომავალში ვიხილავთ, მთავარი გამაერთიანებელი. ეს გაგრძელდება და გადაითარგმნება ყველა მედიუმში. ყველა შეხების წერტილში, სადაც ბრენდი დაგელაპარაკებათ, იქნება მტკიცება იმისა, რომ მთავარია გჯეროდეს და თუ რამის გჯერა, არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა”, – ამბობს კოკა ქამუშაძე.