ჯანსაღი საზღვრები – თერრი ქოულის ვებინარი 5 ივნისს
5 ივნისს, 20:00 საათზე (თბილისის დროით) ფსიქიკური ჯანმრთელობის პლატფორმა Healo საერთაშორისო დონის ფსიქოთერაპევტსა და ურთიერთობების ექსპერტს – თერრი ქოულს უმასპინძლებს. Zoom-ის პლატფორმაზე დაგეგმილი ონლაინ ვებინარის თემა ერთხელ მაინც შეხებია ყველა ადამიანს.
დღევანდელ სამყაროში, სადაც მუდამ გვიწევს სხვების მოლოდინებსა და მოთხოვნებზე რეაგირება, პირად საზღვრებს უფრო და უფრო ხშირად ვწევთ უკანა პლანზე.
თქვი „არა“ თავდაჯერებულად
ჯანსაღი საზღვრების უქონლობა გადაღლილობის, ემოციური ამოწურვის, დაძაბული ურთიერთობისა და შინაგანი უკმაყოფილების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ერთი შეხედვით, მარტივია დავაწესოთ, რისი უფლება აქვს სხვას ჩვენს ცხოვრებაში და რისი – არა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ეს ამოცანა ხშირად არცთუ ისე მარტივი შესასრულებელია.
„საკუთარი საჭიროებების წინა პლანზე დაყენება ხანდახან რთულად შეიძლება მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვეშინია, რომ „უხეშები“ და „ცუდები“ შეიძლება გამოვჩნდეთ“, – ამბობს თერრი ქოული და საზღვრების დაწესების ისეთ „ხრიკებს“ გვთავაზობს, რომლებიც დანაშაულის გრძნობისგან გაგვათავისუფლებს.
ვებინარის ხანგრძლივობა 90 წუთი იქნება და ის განკუთვნილია მათთვის, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში უმკლავდება ემოციურ გადატვირთვას ან ურთიერთობების მანიპულაციურ დინამიკას – სწორედ იმ ფონზე, როცა საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების გამოთქმა უხერხულობასა და დანაშაულის გრძნობას იწვევს.
„ვებინარის მსვლელობისას გასწავლით, როგორ დააწესოთ პრაქტიკული საზღვრები ისე, რომ თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ და შეძლოთ თქვათ, „არა“ ბოდიშებისა და ზედმეტი ახსნის გარეშე. ასე თქვენ შეძლებთ დაიცვათ საკუთარი დროის რესურსი, ენერგია და შინაგანი სიმშვიდე“, – ამბობს თერრი ქოული.
ვინ არის თერი ქოული?
წიგნის, „Boundary Boss”-ის ავტორი, ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტი და ურთიერთობების ექსპერტი თერრი ქოული 20 წელზე მეტია, იკვლევს საზღვრების გავლების, ემოციური სტაბილურობის, საკუთარი თავის პატივისცემისა და ურთიერთობების – პირველ რიგში, საკუთარ თავთან ურთიერთობის – საკითხებს.
მისი მიდგომა დასავლურ ფსიქოთერაპიულ პრინციპებსა და აღმოსავლური ცნობიერების საკითხებს აერთიანებს, რაც მას საშუალებას აძლევს მენტალური კეთილდღეობის კომპლექსური თემები მარტივად ხელმისაწვდომად და პრაქტიკულად აქციოს. სწორედ ეს აქცევს მას ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ხმად პიროვნული განვითარების სფეროში.
მის პოდკასტებს, ვიდეოებსა და ონლაინ კურსებს მილიონობით მსმენელი ჰყავს მსოფლიოში. თერრის პოდკასტი მენტალურ ჯანმრთელობაზე 20 საუკეთესო პოდკასტშია ნომინირებული.
მის საქმიანობაზე მეტის გაგება ამ ბმულზე შეგიძლიათ: www.terricole.com.
თერრი ქოულთან შეხვედრას ორგანიზებას Healo გაუწევს.
Healo ონლაინ ფსიქოთერაპიის პლატფორმაა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. 26 მარტს მათ უკვე ჰქონდათ გაბორ მატეს ვებინარი თემაზე: „ტრავმა, დაავადება და განკურნება ტოქსიკურ კულტურაში“.
5 ივნისს კი თერრი ქოულთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნება ყველას, ვისაც სურს მოიპოვოს მეტი სივრცე წარმატებისთვის, სიხარულისა და შინაგანი სიმშვიდისთვის – პიროვნული საზღვრების პატივისცემის გზით.
Zoom-ის პლატფორმაზე შეხვედრა სინქრონულად ითარგმნება ქართულად მათთვის, ვისაც არ ესმის ინგლისური ენა.
ვებინარში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. ბილეთის შეძენა შეგიძლიათ Healo-ს ოფიციალურ ვებგვერდსა და tkt.ge-ზე:
https://healo.live/თერრი-ქოული-ვებინარი/
https://tkt.ge/event/485607/terri-qouli