fbpx

ქართველი არტისტი – ზურა – ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების გადასარჩენად


გააზიარე სტატია

 

“ყველას აქვს უფლება იარსებოს ამ დედამიწაზე”, – ამბობს ამერიკაში მოღვაწე ქართველი სკულპტორი – ზურა – მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც მაჰალა გაილორდთან კოლაბორაციით შეიქმნა და ჩრდილოეთის თეთრ მარტორქებზე მოგვითხრობს. ისინი გადაშენების პირას არიან. 

სამყაროში სულ ორი მდედრი თეთრი მარტორქაა დარჩენილი და მათ გადასარჩენად მეცნიერები ღეროვანი უჯრედების გამოყენებას ცდილობენ, რათა ახალი მარტორქები მოევლინონ ქვეყანას. ზურას მარტორქის სკულპტურა არტისტის ერთგვარი წილი და შემოქმედებითი ძღვენია ამ მნიშვნელოვანი საქმისათვის. თვითონ ზურა ამერიკაში, კერძოდ,  ბრუკლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანია. მისი სტუდია ერთგვარი თავშესაფარია ხელოვანებისათვის და აგრეთვე სასწავლებელიც, სადაც ზურა  მოსწავლეებს უზიარებს თავის ცოდნასა და შემოქმედებით გამოცდილებას.   

Twelve chairs Gallery” ის სივრცე და დაწესებულებაა, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ხელოვნება ერთგვარი მედიუმია სილამაზესა და პასუხისმგებლობას შორის და ის  არა მხოლოდ ირეკლავს სამყაროს, არამედ იცავს კიდევაც. 

ფილმი ასახავს ზურას სკულპტურაზე მუშაობის პროცესს, რომელიც იმედოვნებს, რომ მალე ქვეყანას ახალი თეთრი მარტორქა მოევლინება და ეს საოცარი ქმნილება გადაურჩება გადაშენებას. ფილმი ემზადება ისეთ ფესტივალებზე გასასვლელად, როგორებიცაა: “Doc NYC, Jackson Wild, HollyShorts და AFI FEST “. ნამუშევრის მიზანია აამაღლოს ცნობიერება და მოიწვიოს კვლევაში ინვესტორები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც დაეხმარებიან “BioRescue”-ს კომპანიას მარტორქების გადარჩენაში. 

                      

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.