სექტემბრიდან თბილისში მონტესორის ოფიციალური ბაღი – “მონტესორი უნივერსი” იხსნება
„ყოველი ბავშვი უნიკალურია – ჩვენ ვეხმარებით მას გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია“. – მარია მონტესორი
რა სურთ ყველაზე მეტად მშობლებს? – რომ მათი შვილები გაიზარდონ მშვიდ, უსაფრთხო და შემოქმედებით გარემოში. ყოველი ბავშვი ბუნებრივად არის მოტივირებული სასწავლად – მხოლოდ საჭირო გარემოა შესაქმნელი, სადაც მას თავისუფლად შეუძლია განვითარება. სწორედ ასეთი სივრცე იხსნება სექტემბრიდან თბილისში – მონტესორის ოფიციალური ბაღი „მონტესორი უნივერსი“, რომელიც მოსწავლეებს თავისუფლებით, პატივისცემითა და სიყვარულით აღზრდის. ეს იქნება ადგილი, სადაც თითოეულ ბავშვს უსმენენ, ხედავენ და პატივს სცემენ.
მონტესორის ბაღი მთელ მსოფლიოში უნიკალურია თავისი ფილოსოფიით, მიდგომით და ბავშვისადმი დამოკიდებულებით. ის სრულიად განსხვავდება ტრადიციული ბაღებისგან, რადგან მის ცენტრში დგას ბავშვი, როგორც დამოუკიდებელი, სრულფასოვანი პიროვნება, რომელსაც აქვს განვითარების ბუნებრივი წყვეტილობა და პოტენციალი.
მონტესორის გარემოში მოსწავლე აღმომჩენი, მკვლევარი და სწავლების პროცესის მთავარი მოქმედი პირია, პედაგოგი კი – დამკვირვებელი, მხარდამჭერი და ბავშვის განვითარების მეგზური.
მონტესორის ბაღი დამთავრებული აქვთ ჯეფ ბეზოსს (“ამაზონის” დამფუძნებელი), ლარი პეიჯს და სერგეი ბრინს (google-ის დამფუძნებლები), გაბრიელ გარსია მარკესს (მწერალი) და სხვა ცნობილ ადამიანებს.
ბაღი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. მშენებლობისას ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამშენებლო მასალა გამოიყენეს, რაც ბავშვების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში აღზრდისთვისაა აუცილებელი.
ხის ავეჯი და სათამაშოები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული.
რეგისტრაცია დაიწყო და შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით: www.montessori-universe.com