fbpx

„ლელიანი“ – სახლი, სადაც 65+ ადამიანებზე ზრუნვა არასოდეს ჩერდება


გააზიარე სტატია

თუ ეძებთ ადგილს, 65+ ადამიანების ზრუნვისა და მოვლისთვის, ან ოჯახის წევრის რამდენიმე დღით მშვიდად დასატოვებლად, „ლელიანი“ გიმასპინძლებთ.

ყოველთვის დგება დრო, როცა ვიღაცას უნდა მივხედოთ – ღირსეულად, სიყვარულით და მოთმინებით. სწორედ ამ ხედვით გაიხსნა ახალი, საერთაშორისო სტანდარტების რეზიდენციული ზრუნვის სახლი „ლელიანი“, რომელიც 65+ მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანებს სთავაზობს არა უბრალოდ სივრცეს, არამედ ნამდვილ მეორე სახლს – სითბოთი, პატივისცემით და მუდმივი ზრუნვით სავსეს.

„ლელიანში“ ზრუნვა არ არის მხოლოდ ფიზიკური დახმარება – ის გულისხმობს თანაგრძნობას, მოთმინებას, მოსმენასა და მიღებას.

„ლელიანის“ მიზანია სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება მათთვის, ვისაც საექთნო, პოსტ ოპერაციული, პალიატიური, ხანგრძლივი მოვლა ან ზრუნვა სჭირდება. ასევე არსებობს სერვისი, რომელიც დემენციისა და ალცჰაიმერის მქონე ადამიანებისთვის  ღირსეულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას და ფსიქოსოციალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„ლელიანი“ სასტუმროს ტიპის, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი დაწესებულებაა და უზრუნველყოფს 24-საათიან საექთნო მხარდაჭერას, ზრუნვას და თანაგრძნობით სავსე გარემოს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.