Homer-ის სათავო ოფისი – არქიტექტურა, რომელიც მეხსიერებას აგრძელებს
თბილისში, ჯავახიშვილის მოედნის #1-ში დეველოპერული კომპანია ,,ჰოუმერის” სათავო ოფისი გაიხსნა.
ეს შენობა არ აუშენებიათ — მას ახალი სუნთქვა შთაბერეს.
ისტორიული ნაგებობა, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა, ძველი თბილისის ურბანულ ქსოვილზეა მორგებული და დღესაც ასახავს თავისი ეპოქის არქიტექტურულ სტილს და ცხოვრების ყოველდღიურობისადმი დამოკიდებულებას. მოდერნისტული საფასადე ელემენტებითა და გამორჩეული დეტალებით შექმნილი შენობა, “ჰოუმერმა” თავისი ხედვის სიმბოლოდ აქცია და ამით საკუთარი თავი ქალაქის მეხსიერებას დაუკავშირა.
„ეს შენობა ჩვენთვის უსულო არქიტექტურული ქანდაკება არ არის — ეს არის ცოცხალი სიმბოლო იმისა, თუ როგორ გვესმის განვითარება: ისტორიის პატივისცემა, ზრუნვა აწმყოზე და პასუხისმგებლობა მომავალზე,“ — ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.
რესტავრაცია — როგორც პოზიციის ფორმა
არქიტექტურული აღდგენის პროცესი ,,ჰოუმერის” შიდა გუნდის წევრმა და არქიტექტორმა სოფო პატარაიამ განახორციელა, რომელიც სტუმრებს შენობის მეორე სართულზე დახვდა და ძველი და ახალი ფოტოების ფონზე რესტავრაციის დეტალები გააცნო. „როგორც კი პირველად შევაბიჯეთ ამ სივრცეში, მაშინვე ვიგრძენი, რა უნდა გაგვეკეთებინა: როგორ დაგვეკავშირებინა ჰოუმერის საჭიროებები — თანამედროვე, ფუნქციური, შინაარსიანი გარემო და კულტურული მემკვიდრეობის შენობა. ვიცოდით, რომ ამ ადგილს სჭირდებოდა არა ჩარევა, არამედ ფრთხილი გაღვიძება.“ — სოფო პატარაია.
კომპანიის მენეჯმენტმა შენობა პირველად 2024 წლის იანვარში დაათვალიერა. მაშინ ყველაფერი ცარიელი იყო – მხოლოდ კედლები და სივრცე, რომელიც ახალ სიცოცხლეს ელოდა. შენობაში სრულად შენარჩუნდა კულტურული ძეგლის ავთენტური ელემენტები: კიბის უჯრედი — ყოფილი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო — დღეს ოფისის ცენტრალურ მოძრაობას უზრუნველყოფს; ისტორიული სარკმელი დღის სინათლეს შუქ-ჩრდილების უნიკალურ თამაშად აქცევს; ფასადის სტრუქტურა, კარების ღიობები, ბაქნის მოზაიკური წყობა – ძველ ტრადიციას აცოცხლებს. კომპანიაში სოფო პატარაიას ორი როლი — სივრცის არქიტექტორი და პროდუქტის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი — აჩვენებს და ამთლიანებს “ჰოუმერის” ხედვას:
სივრცე ცოცხლდება მაშინ, როცა აზრს ატარებს.
გახსნის ცერემონია
ოფისის გახსნის ცერემონია საქსაფონისა და ვიოლინოს ცოცხალი მუსიკით სავსე ატმოსფეროში წარიმართა, რაც სრულად ეხმიანებოდა ადგილის განწყობას. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად ემოძრავათ, დაეთვალიერებინათ აღდგენილი ინტერიერი, დაეგემოვნებინათ ღვინო და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები. შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიის პარტნიორები, მომავალი მაცხოვრებლები და გუნდის წევრები — ადამიანები, რომლებიც ქმნიან იმ ენერგიას, რაც ამ სივრცეს სიცოცხლეს აძლევს.
პირველი პროექტი „ჰოუმერ ალფა“
სათავო ოფისის ოფიციალური გახსნის საღამოზე კომპანიის კომერციულმა დირექტორმა – სალომე ლაზიშვილმა – ერთად შეკრებილ სტუმრებს პირველი საცხოვრებელი პროექტი — „ჰოუმერ ალფა“—საჯაროდ წარუდგინა.
როგორც სალომე ლაზიშვილმა აღნიშნა: „ეს არის სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს ყველა დეტალი ისეა დაგეგმილი, რომ მან მაცხოვრებლების გრძელვადიანი კმაყოფილება და ბედნიერება უზრუნველყოს.“ პროექტი დიღომში, ბობ უოლშის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური აუზის გვერდით შენდება.
ადგილი ქალაქის განაშენიანების პერსპექტივითა და ტერიტორიის გრძელვადიანი განვითარების პოტენციალით შეირჩა. უახლოეს მომავალში ეს ადგილი გახდება ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიკროლოკაცია.
პროექტის ინფრასტრუქტურა
პროექტის ინფრასტრუქტურული განვითარება 7,300 კვადრატული მეტრის ფარგლებში ისეა დაგეგმილი, რომ ყველა სივრცემ ეფექტურად იმუშაოს. ის მოიცავს 4 საცხოვრებელ კორპუსს, მწვანე რეკრეაციულ ზონას, ბავშვების გასართობ და შინაური ცხოველების სეირნობისთვის ცალკე გამოყოფილ სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის გათვალისწინებულია სავარჯიშო ტერიტორია და სპორტული მოედანი, პროექტიდან 3 წუთის სავალზე კი, მდებარეობს ისეთი უნიკალური სპორტული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: რაგბის სტადიონი, ოლიმპიური აუზი, ყინულის მოედანი, საფეხბურთო სკოლა, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები. “ჰოუმერ ალფა” იქნება პირველი საცხოვრებელი სახლი საქართველოში, რომელსაც მოხატული ფასადი ექნება. იგი გარემოს სრულიად განსხვავებულ ესთეტიკას ანიჭებს და აქ ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის. გარდა ამისა, მთელ პროექტში გათვალისწინებულია ჭკვიანი სახლის სისტემები, რომლებიც დაკავშირებულია ლიფტებთან, შენობაში გადაადგილებასთან, უსაფრთხოებასთან და სტუმრების მიღების კომფორტთან. Homer Alpha-ს მშენებლობას განახორციელებს სამშენებლო კომპანია ანაგი. პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობა 2027 წლის ბოლოს დასრულდება.