ორი ქართველი დედის შექმნილი ბრენდი – PonPon, Design Hunger Prize 2025-ის გამარჯვებული გახდა
PonPon – ქართული საბავშვო სამოსის ბრენდია, რომელიც ორი დედის – ლიკუნა რატიანისა და ანო მეგრელიშვილის – სიყვარულითა და ხედვით დაიბადა. როგორც Hunger Design-მა აღნიშნა, ეს ის ხედვაა, რომელშიც კომფორტი და კრეატიულობა იკვეთება. ბრენდი მაღალი ხარისხის ორგანულ ბამბას იყენებს და ყოველ ნივთს გამორჩეულ დეტალსა და აქსესუარს უმატებს, რაც ბავშვებისათვის განკუთვნილ ყოველდღიურ სამოსს უფრო ახალისებს.
2025 წელს Hunger Design-ის გუნდმა Playtime Paris-ში რვა გამორჩეული ცხოვრების სტილის ბრენდი წარადგინა. როგორც ჟიურიმ აღნიშნა, გამარჯვებულები გამოირჩევიან კრეატიულობითა და რევოლუციური დიზაინით, გარემოზე ზრუნვით, რომელიც რეალურ ცვლილებს ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო ქართული ბრენდი PonPon გამარჯვებული გახდა “საუკეთესო ახალი ცხოვრების წესის” ნომინაციაში.
PonPon ქმნის ცოცხალ, სასიამოვნო სტილს და ინარჩუნებს ბავშვურ, ლაღ, თავისუფალ ბუნებას. თითოეული ნივთი შექმნილია უდიდესი ზრუნვითა და სიყვარულით. PonPon-ის სამოსი აძლევს ბავშვებს თვითგამოხატვის საშუალებას და ორიენტირებულია მოძრაობაზე, წარმოსახვასა და თავდაჯერებულობაზე. Hunger Design-ის ჟიურიმ ხაზი გაუსვა კოლექციის თანმიმდევრულობას, ტექსტურების ბუნებრიობას და თანამედროვე ვიზუალურ ენას.
ასევე, ივნისში ქართული ბრენდი PonPon ფლორენციაში, Pitti Bimbo-ს გამოფენაზე მიემგზავრება. PonPon აგრძელებს განვითარებასა და ახალი მეგობრების, პარტნიორებისა და შთაგონების ძიებას.