TELA FESTIVAL 2025 – ხელოვნებისა და მუსიკის ქართული ფესტივალი 4-6 ივლისს გეპატიჟებათ
ხელოვნებისა და მუსიკის ქართული ფესტივალი – TELA, 4-6 ივლისს კიდევ ერთხელ ეპატიჟება ყველას, ვისაც ბუნების, ტექნოლოგიის, თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების ჰარმონიული ერთობის განცდა სურს.
TELA 2024 წელს დაფუძნდა და მიზნად ისეთი სივრცის შექმნა დაისახა, სადაც ადამიანები სამყაროს, პლანეტის, ბუნებისა და სხვა ადამიანების პატივისცემით შეძლებენ იგრძნონ თავი რაღაც უფრო დიდის, განსაკუთრებულის მნიშვნელოვან ნაწილად.
რა გამოარჩევს TELA-ს?
ფესტივალის თემატიკა ციკლურად მიეძღვნება ოთხ ელემენტს: მიწა, ჰაერი, წყალი და ცეცხლი. გასული წლის სტიქია მიწა იყო. წელს კი, ფესტივალის კონცეფცია და ვიზუალური მხარე, ცეცხლის ტრანსფორმაციულ და ძლიერ ბუნებას აითვისებს, გადმოსცემს მას როგორც ვიზუალურ იდენტობაში, ისე მუსიკალურ და ინსტალაციის ასპექტში.
TELA-ს მიზანი თავიდანვე იყო აუდიტორიამდე მიეტანა მესიჯი, რომ ყველანი ერთი სხეულის ნაწილები ვართ და მსმენელებისთვის მოეთხრო სამყაროს შემადგენელი ნაწილების მნიშვნელობისა და როლის შესახებ. ეს მიზანი კი, TELA-ს უფრო დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცევს. TELA ცდილობს, რომ ხელოვნება გახდეს თავად გარემო, სადაც სტუმრები თავს იგრძნობენ არა მაყურებლებად და მსმენელებად, არამედ პროცესის მონაწილეებად.
ვის მოუსმენს წელს TELA FESTIVAL-ზე მსმენელი?
ფესტივალი, ლოკალურ არტისტებთან ერთად, საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური სცენის გამორჩეულ არტისტებსაც იწვევს ქართველ მსმენელებთან შესახვდრად.
გასულ წელს ფესტივალზე უკრავდნენ Helena Hauff, Jimi Jules, Bambounou. წელს კი TELA-ს ჰედლაინერი ლეგენდარული Ben Klock-ია.
შემსრულებლების სრული სია:
BAHN STAGE:
BEN KLOCK • DALI • KANCHELI B2B ZITTO • NEUX • ANCIENT METHODS B2B PURITAN • OORT B2B BOYD SCHIDT • LIZA RIVS B2B KIKE PRAVDA • OTHR B2B VULKANSKI • SAPHILEAUM B2B FREQUENCY SHIFTER • UNHUMAN B2B STANISLAV TOLKACHEV
FOREST STAGE:
APUA B2B STIPO • ASH SCHOLEM • CALL SUPER • D.TIFFANY • NIKA J B2B TOMMA • SUGAR FREE • TOKE • Z@P • BEQA B2B IKAKO • CRISTIAN SARDE • GIO SHENGELIA B2B SEVDA • ORIANA • PRIKU • SKYRA • VAKO T
303Hz STAGE:
SALLY KIPA B2B SO DETROIT • EREKLE GETSADZE • RYDEEN • COBERT LIVE • FLORA LIVE • SUMO • TEEN A TEEN B2B MAGRRA • ZEI B2B BIG BOY • ROY FITZ B2B MIKAWA • GLITZ N GROOVE B2B BRT • IOKASTE & KASEI • KOTE JAPARIDZE • WORMHOLE B2B FAKE MOSES • SADUN • HOKAGE • TATO RUSIA • BTX B2B TAMARA • BENE B2B REZO TSIREKIDZE
რა არის წელს ახალი TELA FESTIVAL-ზე?
გასული წლის წარმატებული გამოცდილებით ჩანს, რომ გაფართოების საფუძვლიანი პლატფორმა არსებობს. წელს, ფესტივალის მუსიკალური ელემენტი სამ სცენას გააერთიანებს:
BAHN STAGE – ტექნო მუსიკის მოყვარულებისთვის;
FOREST STAGE – ჰაუსის, მინიმალისა და ტექ-ჰაუსის მსმენელებისთვის;
303HZ STAGE – სადაც ჰაუსისა და დიფ-ჰაუსის მოსმენა იქნება შესაძლებელი.
TELA ფესტივალის ტერიტორიას შეუძლია 10 000-მდე სტუმარს უმასპინძლოს. კომფორტული განთავსებისთვის შესაძლებელია 2 ადამიანზე გათვლილი კარვების ქირაობა, როგორც ონალაინ, ასევე კარზე, რაც სტუმარს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად აითვისოს ის გამოცდილება, რასაც ფესტივალი სთავაზობს.
სად იმართება ფესტივალი?
ფესტივალისთვის, რომლისთვისაც აუდიტორიის უნაკლო ვიზუალური და მუსიკალური გამოცდილება მთავარი სამიზნიეა, ლოკაციაც განსაკუთრებულია საჭირო.
2024 წელს TELA-მ ასურეთში უმასპინძლა სტუმრებს. ადგილი წელსაც იგივე რჩება. დედაქალაქიდან 35 კილომეტრში, მრავალფეროვნებით გამორჩეულ მხარეში, რომელიც მთებს, ტყეებსა და ღია ცის ქვეშ გადაჭიმულ მინდვრებს აერთიანებს, იდეალური ფონი იქმნება, რომ გააძლიერო კავშირი ბუნებასთან – ელემენტებთან, რომელთა გარშემოც ყოველწლიურად ყალიბდება TELA-ს კონცეფცია.
რას სთავაზობს TELA ადგილობრივ ხელოვანებს და სცენას?
TELA ქმნის უნიკალურ გარემოს, რომელიც თანაბრად მიმზიდველია როგორც აუდიტორიისთვის, ისე ხელოვანებისთვისაც. ქართველი ვიზუალური და მუსიკალური არტისტების აღმოჩენა, მხარდაჭერა და მათი გლობალური აუდიტორიისთვის გაცნობა, ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიაა.
ცალკე სცენა დაეთმობა თანამედროვე მუსიკის სკოლა 303hz-ს, სადაც სკოლის მენტორები და კურსდამთავრებულები ერთად დაუკრავენ. ქართული ტექნო სცენის ერთ-ერთი საკულტო კლუბი KHIDI კი საკუთარ შოუქეისს წარადგენს.
ეს უნიკალური შესაძლებლობა იქნება ლოკალური შემსრულებლებისთვის, რომ თავი უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ, თავიანთი შემოქმედება საერთაშორისო სცენებს დაუკავშირონ და გაავრცელონ საქართველოს მუსიკალური იდენტობა მსოფლიო მასშტაბით.
ყველაფერთან ერთად, ფესტივალი სტუმრებს ვეგანურ და ვეგეტარიანულ სამზარეულოსა და მრავალფეროვან ფლიმარკეტს დაახვედრებს.
ფესტივალზე დასასწრებად, ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ:
https://tkt.ge/en/show/23475/tela-festival-2025
366 total views, 1 views today