fbpx

ნანის ღამე მთვარით განათებულ სცენაზე


გააზიარე სტატია



ნანი ბრეგვაძე ზაფხულის ყველაზე დაუვიწყარ საღამოს შეგვპირდა. ლეგენდა, რომლის ხმის გაცნობაც  არცერთ თაობას არ სჭირდება.

22 ივნისს, 20:00 საათზე კლუბ TES-ში ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართება, სადაც ის სცენას მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად დაიკავებს – ნიკოლოზ რაჭველი, ნატალიკო ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ალექსანდრე კორძაია კვლავ შეეცდებიან მსმენელს დაუვიწყარი საღამო აჩუქონ.

და დიახ, სწორედ ივარაუდეთ – “მთვარეო” კვლავ  აჟღერდება.

“მთვარეო” – სიმღერა, რომელმაც დრო გააქრო.

“გზები მაინც გამინათე მთვარეო” – ალბათ, ერთხელ მაინც გსმენია ეს სიმღერა და წამით გაჩუმებულხარ. სიმღერა, რომელიც პირველად 1973 წელს “ვერის უბნის მელოდიებში” გაჟღერდა, ნანი ბრეგვაძის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. წლებს გადმოჰყვა, თაობებს გადაეცა და ახლა, 2025 წელს Kordz-ის ახალი მუსიკალური ხედვით ახალი სიცოცხლე ეძლევა.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით შეიქმნა ამ დუეტის ვიდეორგოლი, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურადაა შთამბეჭდავი, არამედ სრულიად ახალ განზომილებაში გადაჰყავს ჩვენთვის უკვე ნაცნობი მელოდია. ალექსანდრე კორძაიასთვის, იგივე Kordz-ისთვის, ეს თანამშრომლობა ემოციური და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა:

“ნანისთან ერთად ვიმუშავე ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ქართულ სიმღერაზე, რომელიც მან პირველად 1973 წელს ჩაწერა. მთელი ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი იყო”.

კოლაბორაციის მიზანიც ზუსტად ეს გახდა – სიმღერის განსხვავებულად წარმოჩენა და ამ გზით მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.  სიმღერის ეს ვერსია უკვე შესრულდა Open Air-ზე, თუმცა 22 ივნისს ის სპეციალურად ამ საღამოს  კვლავ გაჟღერდება.

კონცერტი, სადაც წარსული და აწმყო ერთ სცენაზე შეხვდებიან.

ნანი ბრეგვაძე თავისი გულწრფელობით და ელეგანტურობით, კვლავ ახერხებს კაშკაშა ვარსკვლავად დარჩენას.

კონცერტზე მისი მხარდამჭერები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც  თავადაც მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები  არიან. და რაც მთავარია, მათთან ერთად სცენაზე ავლენ ისინი, ვისთანაც ერთ-ერთ ამ ყველაზე ლამაზ ქართულ სიმღერას ახალი ხმა შესძინა.

თუ გსურს, ეს ყველაფერი შენც გამოცადო – თბილი საღამო, ნანის ხმა, კორძის ემოციურობა და სცენაზე “მთვარეოს” განახლებული ვერსიის ამღერება, ბილეთები

უკვე იყიდება: 🎟 tkt.ge/show/23907/nani 

💳 თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებს 20%-იანი ფასდაკლება ელით.

🎫 დეტალები ღონისძიებაზე: https://www.facebook.com/events/1012203547744110 

 

შენ უბრალოდ კონცერტზე არ მიდიხარ, ეს შეხვედრაა ლეგენდასთან და ამ შეყრას მთვარეც განსაკუთრებულ შუქს მოჰფენს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.