16-17 ივნისს დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია – სოციალური დიზაინის დღეები გაიმართება
16-17 ივნისს დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია – სოციალური დიზაინის დღეები გაიმართება.
სოციალური დიზაინი სოციალური პრობლემების დიზაინისა და ინოვაციების საშუალებით გაუმჯობესების, თანამშრომლობისა და უკეთესი გარემოსშესაქმნელად საუკეთესო გზაა.
ქართველი და უცხოელი დიზაინის სფეროს წარმომადგენლები განიხილავენ სოციალური დიზაინის მნიშვნელობას, თანამონაწილეობითი დიზაინის, მდგრადობის, ხელმისაწვდომობის, საჯარო სერვისების, მემკვიდრეობის, სივრცეების, ურბანულ და სამოქალაქო დიზაინს.
კონფერენციის მიზანია სფეროებს შორის თანამშრომლობის, გაზიარებისა და სოციალური დიზაინის საკითხების პოპულარიზაციით, უფრო მეტი ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის უკეთესი გარემოს და მეტი ღირებულების შექმნა. სოციალური დიზაინი მოიაზრებს პრობლემების სწორად და ერთობლივად გადაჭრას.
საქართველოში, სადაც განათლების, ურბანული განვითარებისა და სოციალური უთანასწორობის გამოწვევები ძალიან აქტუალურია, დიზაინს შეუძლია გახდეს სისტემური ცვლილებების გადაწყვეტის საშუალება. სწორედ ამიტომ დიზაინის ინსტიტუტის გუნდი ამ მიმართულებით მუდმივმოქმედ საგანმანათლებლო აქტივობებს გეგმავს.
სოციალური დიზაინის დღეები დიზაინის ინსტიტუტის, Polish Graphic Design-ისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოში პირველად ტარდება და სისტემატური სახე ექნება მომავალში კვლევების, ღია განაცხადებისა და სხვა თემატური სერიების სახით.
დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://designinstitute.ge/en/course/64bff98c-f6fd-4d05-8323-4bf868d30c31/
- პროექტის პარტნიორები: Polish Graphic Design, TBC, Kona books, GWS, GD Alco,Red Bull, Mac Georgia;
- პროექტის სტუმრები: Traffic Design Studio, Otwarte Studio, Centrala Studio და ბევრისხვა.