fbpx

ZEG Storytelling Festival 2025 – ამბის თხრობის პირველი ქართული ფესტივალი დაიწყო


გააზიარე სტატია

ინერვიუ ფესტივალის ერთ-ერთ დამფუძლებელ ქეთი ებანოიძესთან

რისთვის შეიქმნა ZEG?

ამბავს გადმოსცემს ყველა: მუსიკოსიც, მხატვარიც, არქიტექტორიც, ფილოსოფოსიც  და ასე შემდეგ – ყველა სფეროს წარმომადგენელს აქვს საინტერესო ამბავი გასაზიარებლად. ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ღონისძიება, სადაც მოვყვებოდით საინტერესო ამბებს ყველა ინდუსტრიიდან.

ასე დავიწყეთ 2019 წელს და ეს კონცეფცია – მრავალი სფეროს ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა არა მხოლოდ სტუმრებისთვის, არამედ თვითონ სპიკერებისთვისაც.

რა თემებზე საუბრობენ ZEG-ის მომხსენებლები?

თემების შერჩევისას ვცდილობთ უფრო გლობალურად დავინახოთ სურათი, თუმცა, რა თქმა უნდა, ქართული კონტექსტიც გათვალისწინებული გვაქვს.

ფესტივალზე, ძირითადად, აქტუალურ თემებს ვეხებით. მაგალითად, წელს ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა და ჩვენს სტუმრებსაც ექნებათ AI-ზე ყველაზე ახალი, კომპეტენტური და საინტერესო ინფორმაციის მოსმენის შესაძლებლობა.

სპიკერებთან კომუნიკაციის დროსაც, ჩვენ მათ ვეკითხებით, რა არის მათ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ახლა ან რა აქვთ მათ მოსაყოლი, თუნდაც პირადი გამოცდილებდან? ჩვენმა სტუმარმა, შეიძლება ფესტივალზე მოსიმინოს პირადი ამბავი წამყვანი თანამედროვე ფოტოგრაფი platon-ისგან ან თანამედროვე არქიტექტურის ვარსკვლავი Alejandro Aravenaსგან.

სპიკერებისთვისაც მომხიბლავია, რომ მათ ეძლევათ საშუალება ჩვენს ფესტივალზე შეხვდნენ წამყვან სპეციალისტებს არა მხოლოთ თავიანთი ინდუსტრიებიდან, არამედ ყველა დანარჩენი ინდუსტრიიდან და ისინი, ხშირად, ერთმანეთის ინსპირაციის წყაროც ხდებიან.

ვინ უნდა მოვიდეს ZEG ფესტივალზე?

Zeg ფესტივალი ცნობისმოყვარე ადამიანებისთვისაა. მათთვის, ვინც ეძებს ინსპირაციას ნებისმიერ სფეროში. ჩვენთან იმდენი საინტერესო სესია, მასტერკლასი და ვორკშოპი მიმდინარეობს, რომ შეუძლებელია შენთვის საინტერესო ამბავს არ შეხვდე.

ფესტივალის ფარგლებში 6 პარალელური სცენა გვაქვს და სამი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდედე უწყვეტად მიმდინარეობს სესიები. ჩვენი სტუმრები ხანდახან “წუწუნებენ”, როცა ვერ ახერხებენ მოუსმინონ ორ სპიკერს, რომელთა სესიებიც ერთმანეთს ემთხვევა. მაგრამ ეს ფესტივალს ერთგვარ ხიბლსაც აძლევს – როცა გიწევს გააკეთო არჩევანი. სხვა შემთხვევაში ფესტივალი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. განსაკუთრებით წელს, რადგან ახლა რეკორდული რაოდენობის – 120-ზე მეტი – საერთაშორისო სპიკერი გვყავს.

რა არის ახალი ZEG 2025-ზე?

წელს ZEG განსაკუთრებით მასშტაბურია. არა მხოლოდ სპიკერების რაოდენობა გავზარდეთ, – ფესტივალს ახალი სფეროებიც დავამატეთ და გავშალეთ. მაგალითად, წინა წლებში ეკონომიკა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ფესტივალზე, წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი Joseph Stiglitz გვყავს სტუმრად. 

იგივეს თქმა შეიძლება არქიტექტურაზეც. წელს, როგორც ვთქვი, Alejandro Aravena-ს – მრავალმხრივ საინტერესო ჩილელი არქიტექტორის გამოცდილების და ამბავის გაზიარება შეეძლებათ ჩვენს სტუმრებს და ამას ძალიან დიდი ინტერესი მოჰყვა არქიტექტურით დაინტერესებული ადამიანების მხრიდან.

ZEG ფესტივალი, ფაქტობრივად, დგას სტუმრების მხრიდან უკუკავშირზე. ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ განწყობას და დამოკიდებულებას, რასაც მომხსენებლებისგან და სტუმრებისგან ვგრძნობთ. 

წელს, ეკონომიკისა და არქიტექტურის სფეროების გაფართოვებაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ახლა დავაკვირდებით, რაზე იქნება გამორჩეული ინტერესი და ამას მომავალ წელს აუცილებლად გავითვალისწინებთ.

რას სთავაზობთ მათ, ვინც ZEG ფესტივალში მონაწილეობის მიღებით არის დაინტერესებული?

ძალიან ვამაყობთ იმით, რომ გავქვს მოხალისეების პროგრამა. მათ გარეშე ეს ფესტივალი ვერ იარსებებდა. ყოველ წელს 60-მდე მოხალისეს ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩაერთონ ფესტივალის მზადებაში და ამ პროცესში მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან დაამყარონ კონტაქტები, რომლებიც მომავალში კარიერულ წინსვლაში აუცილებლად გამოადგებათ და მსგავსი გამოცდილება უკვე გვქონდა გასულ წლებში.

ასევე სტუდენტებისთვის გვაქვს fellowship პროგრამა. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ პროგრამით. ჩვენ მათ მოტივაციის საფუძველზე ვარჩევთ და ვაძლევთ საშუალებას, უფასოდ დაესწრონ ყველა სესიას და მიიღონ ინსპირაცია.

ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მედიის წარმომადგენლების მონაწილეობა ფესტივალში და, სწორედ ამიტომ, მათთვის სპეციალური აკრედიტაცია გვაქვს, რომლითაც შეძლებენ ყველა სპიკერის გამოცდილებასა და ამბავს მოუსმინონ.

213 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.