დღეს მცხოვრები ადამიანები შესაძლოა უკანასკნელი იყვნენ, ვინც ციცინათელები იხილა
წყარო: მომავლის პოსტი
მეცნიერები ამბობენ, რომ დღეს მცხოვრები ადამიანები შესაძლოა უკანასკნელი იყვნენ, ვინც ციცინათელები იხილა.
ციცინათელები – მწერები, რომლებიც ზაფხულის ღამეებს ჯადოსნურად ლამაზს ხდიან – ქრებიან და მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენ შეიძლება უკანასკნელი თაობა ვიყოთ, რომელიც მათ ნათებას იხილავს.
ციცინათელების პოპულაცია მთელ მსოფლიოში სწრაფად მცირდება, რაც მათი გეოგრაფიული არეალის განადგურების, პესტიციდების გამოყენების, ხელოვნური სინათლით დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების გამოა.
ამ მანათობელ არსებებს სიცოცხლისთვის და გამრავლებისთვის ნესტიანი გარემო და ბნელი არეალი სჭირდებათ, მაგრამ თანამედროვე ურბანიზაცია, სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და ტემპერატურის გლობალურად მატება ანადგურებს ამ პირობებს. მათი გადაშენება უფრო ღრმა ეკოლოგიურ კრიზისზეც მიუთითებს.
ციცინათელები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ეკოსისტემებში, განსაკუთრებით ერჩიან მავნებლებს და მათ ირგვლივ არსებული გარემოს სიჯანსაღის ინდიკატორები არიან. ექსპერტების თქმით, ერთადერთი გამოსავალი კონსერვაციაა.
ისინი ამბობენ, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე ჭაობების დაბრუნებაა აუცილებელი, ასევე ხელოვნური, ღამის განათების, გარკვეულ წილად შეზღუდვა.