ზაფხული “ისთ ფოინთში” განსაკუთრებული სიახლით იწყება
EAST POINT X DALOOD
ზაფხული “ისთ ფოინთში” განსაკუთრებული სიახლით იწყება – 2025 წლის კოლაბორაცია და ჩანთების ახალი, ლიმიტირებული სერია
ტრადიციულად, ყოველ წელს, ზაფხულის სეზონზე “ისთ ფოინთი” ქართულ ბრენდებთან თანამშრომლობით, ჩანთების ახალ ლიმიტირებულ კოლექციას წარმოგიდგენთ. მე-9 სეზონზე კოლაბორაცია ბრენდ DALOOD-თან შედგა და კოლექციის ფარგლებში სამი ლიმიტირებული, სხვადასხვა ფერის ჩანთა შეიქმნა.
“ ისთ ფოინთი” ყოველ ზაფხულს ერთგულ სტუმრებსა და მომხმარებლებს ჩანთების ახალ ლიმიტირებულ სერიას სთავაზობს, კოლექციის დიზაინი და კონცეფცია კი ქართულ ბრენდებთან კოლაბორაციით იქმნება. “ისთ ფოინთი” იყო პირველი კომპანია, რომელმაც ქართველ დიზაინერებთან დაიწყო თანამშრომლობა. წინა წლებში თანამშრომლობა შედგა ბრენდებთან: ANOUK, LIYA, TATUNA, CHUBIKA, Datuna Sulikashvili, MATERIAL, KEBURIA, Plasticwatcher, ხოლო 2025 წლის ზაფხულში “ისთ ფოინთი” DALOOD-თან ერთად შექმნილ კოლექციას წარმოგიდგენთ.
წლევანდელი სერია თანამედროვეა, ამავდროულად, პრაქტიკული და მრავალფუნქციური. ფერთა პალიტრა შთაგონებულია ზაფხულის ბუნებრივი ტონებით, ხოლო მასალა მსუბუქი და რბილია. ჩანთა იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისა და მოგზაურობისთვის.
16 ივნისიდან სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იშოპინგონ “ისთ ფოინთის” ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში და, ჯამში, 350-ლარიანი ქვითარი გადაცვალონ ახალ ლიმიტირებულ ჩანთაში.
კოლექცია ლიმიტირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩანთა მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით არის ხელმისაწვდომი.
3,833 total views, 5 views today