fbpx

LULU – რესტორანი ვაკის პარკთან, სადაც თანამედროვე ევროპული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს აღმოაჩენთ


გააზიარე სტატია

დღეს რესტორნები მხოლოდ გემრიელი კერძების გასინჯვის ადგილი აღარ არის სარესტორნო კულტურა სულ უფრო მეტად ფოკუსირდება გამოცდილებაზე, რომელიც კულინარიის ხელოვნებას, ატმოსფეროს, დიზაინს აერთიანებს. სწორედ ასეთი სივრცეა LULU რესტორანი, რომელიც თავისი მდებარეობით, მენიუთი იდეალური ადგილია დღის სხვადასხვა მონაკვეთის სასიამოვნოდ გასატარებლად. 

LULU ვაკის პარკთან ახლოს, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მყუდრო უბანში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის 85 ნომერში მდებარეობს. რესტორანი LULU თავისი სახელითაც გვაუწყებს შინაარსს “LULU” ძველი ევროპული სიტყვაა და „მშვენიერს“ ნიშნავს. შესაბამისად, ამ სივრცეში ყოველი გადაწყვეტილება დაწყებული ინტერიერის სტილით, დამთავრებული მუსიკითა და კერძებით სწორედ ამ იდეას ემსახურება.

LULU-ს კულინარიული კონცეფცია კლასიკურ ევროპულ სამზარეულოს  თანამედროვე ესთეტიკასთან აერთიანებს. თითოეულ რეცეპტში იგრძნობა თანამედროვე ტენდენციები და კულინარიული გამბედაობა. აქ შეხვდებით როგორც იტალიური და ფრანგული სამზარეულოს ელემენტებს, ისე უნიკალური რეცეპტებით მომზადებულ კერძებს, რომლებიც სტუმრების განწყობის შესაქმნელად იქცა მენიუს ნაწილად.  LULU-ს მენიუში შეხვდებით ისეთ მთავარ საფირმო  კერძებს, რომელთა დაგემოვნებას თბილისში სხვაგან ვერსად შეძლებთ. 

მნიშვნელოვანია, რომ LULU პატარა სტუმრების გამასპინძლებასაც დიდ ყურადღებას უთმობს. აქ აღმოაჩენთ ბავშვების სპეციალურ მენიუს – Le Petit Bistro-ს, რომელიც პატარა გურმანებისათვის შეიქმნა. 

მრავალფეროვანია LULU-ს სასმელების მენიუც. კოქტეილები სამ კატეგორიად იყოფა: Classic კლასიკური რეცეპტები, რომლებიც დროს უძლებს; Fancy ხილისა და კრემიანი ტექსტურის მრავალფეროვანი კოქტეილები და Liquid Couture LULU-ს ექსკლუზიური კოქტეილები ყვავილოვანი არომატებით. 

ღვინის მენიუ ყველა რესტორნისათვის განსაკუთრებული დეტალია. LILU-ში საგანგებოდ შერჩეული ღვინის კოლექცია დაგხვდებათ, სადაც ერთმანეთის გვერდით წარმოდგენილია  როგორც ბურგუნდიული შარდონეები, ისე ქართული ჯიშები. 

LULU-ს სივრცეში შესვლისთანავე მიხვდებით, რომ დიზაინი თითოეული სტუმრის განსაკუთრებული გამოცდილებისათვის შეიქმნა. ბორდოსფერი ველვეტი, თეთრი მაგიდის ტილოები, Fornasetti-ს ობიექტები და სანთლების შუქზე მოციმციმე სივრცე კლასიკური და მოდერნისტული ესთეტიკის სინთეზს ქმნის. LULU-ს შემქმნელებმა ყურადღება გაამახვილეს როგორც ვიზუალურ, ისე ე.წ. აუდიო ატმოსფეროზე. აქ, ძირითადად, ვინილზე ისმის დამახასიათებელი რბილი ჟღერადობა,  რაც კარგად ეხმიანება სივრცის ესთეტიკას.

ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით, LULU არის ის ადგილი, სადაც განსხვავებული ცხოვრების წესისა და გემოვნების ადამიანები ერთნაირად სასიამოვნოდ გაატარებენ დროს. LULU იდეალური ადგილია  ოჯახური შეკრებებისათვის, მეგობრებთან შეხვედრისათვის, ან, უბრალოდ, მარტო  დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. 

LULU მუშაობს ყოველდღე – 13:00-იდან 00:00-მდე.   მაგიდის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს

დაათვალიერეთ LULU-ს სოციალური მედიის არხები: 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.