fbpx

როგორ ქმნის Limo Service მაღალი კლასის კომფორტულ სატრანსპორტო მომსახურებას


გააზიარე სტატია

 

როდესაც სატრანსპორტო სერვისს ვირჩევთ, ჩვენი მოლოდინი მარტივია: სერვისი უნდა იყოს კომფორტული, უსაფრთხო და მაქსიმალურად მორგებული ჩვენს საჭიროებებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც დრო გადამწყვეტ ფაქტორად იქცევა –  მაგალითად, საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებებისა თუ აეროპორტში დროულად მისვლისას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მძღოლი იყოს პროფესიონალი, ავტომობილი –  იდეალურ მდგომარეობაში, ხოლო მარშრუტი წინასწარ გათვლილი და ეფექტურად დაგეგმილი.

სატრანსპორტო მომსახურება კიდევ უფრო აქტუალურ მნიშვნელობას იძენს ტურისტულ სეზონზე, როცა საქალაქთაშორისო მოძრაობა  უფრო ხშირია  და ორგანიზებას მეტი სიზუსტე სჭირდება. ასეთ გარემოში ხარისხიანი სერვისი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე კომფორტული მგზავრობის საშუალება –  ის ქმნის სიმშვიდისა და დროის ეფექტურად გამოყენების საფუძველს.

სწორედ ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს Limo Service – ჰიუნდაის პრემიუმ ხაზის ავტომობილების სატრანსპორტო სერვისი კვალიფიციური მძღოლის მომსახურებით, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას, არამედ ქმნის შთამბეჭდავ, ბიზნესკლასის გამოცდილებას. Limo Service გათვლილია იმ მომხმარებელზე, ვინც აფასებს დეტალებზე ორიენტირებულ, უსაფრთხო და დახვეწილ სერვისს. 

როცა ყოველდღიური რუტინა ხშირად გულისხმობს დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრას სხვადასხვა ადგილას,  ამავდროულად კი ქალაქში  მოძრაობა საცობებით არის დატვირთული, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მძღოლის პუნქტუალობასა და ადგილობრივი მარშრუტების ზედმიწევნით კარგად ცოდნას.
სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც Limo Service იქცა როგორც საქმიანი ადამიანების, ისე საერთაშორისო ვიზიტორების სანდო არჩევანად. 

Limo Service-ის მომსახურება მრავალფეროვანია და მოიცავს: საათობრივ მომსახურებას, საქალაქთაშორისო მგზავრობას,  აეროპორტის ტრანსფერს, ბიზნეს შეხვედრებსა და განსაკუთრებულ ღონისძიებებს, ბავშვების ტრანსპორტირებას სკოლასა და წრეებზე. 

გარდა ინდივიდუალური მომხმარებლებისა, Limo Service თანამშრომლობს სასტუმროებთან, კურორტებთან, ღონისძიებების კომპანიებთან, სახელმწიფო და კერძო სექტორის სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ტურისტულ სააგენტოებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან.
ყველა სერვისი ითვალისწინებს VIP სტანდარტს –  როგორც მომსახურების დონით, ასევე დეტალებზე ზრუნვით.

Limo Service ბაზარზე გამორჩეულია არა მხოლოდ ავტომობილების ხარისხით, არამედ იმ სისტემური მიდგომით, რომელიც მთელ მომსახურებას თან სდევს: დროის ეკონომია – მძღოლი გაკითხავთ შეთანხმებულ ადგილზე და დროულად; უსაფრთხოება – ყოველი მძღოლი გადის კრიმინალურ, მენტალურ, ნარკო- და ალკო-ტესტირებას, ასევე პერიოდულ შემოწმებებს; პროფესიონალიზმი – მძღოლები გადამზადებულნი არიან Smith System-ის საერთაშორისო პროგრამებით;  დამატებითი კომფორტი – Wi-Fi, წყალი და 24/7 ვიდეომონიტორინგი ყველა ავტომობილში; მარტივი დაჯავშნა და გადახდა – ონლაინ დაჯავშნა, გადახდის მოქნილი მეთოდები (ბარათი, მობაილბანკი); ფიქსირებული ფასები – ღირებულება განსაზღვრულია მარშრუტისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მგზავრების უსაფრთხოება, როგორც Limo Service-ის ფუნდამენტური ღირებულება. ყოველი მძღოლი გადის დეტალურ გადამზადებასა და ტესტირებას, მათ შორის ავტომობილის მართვის პრაქტიკულ გამოცდას. კომპანიის შიდა უსაფრთხოების პოლიტიკა დაფუძნებულია Smith System-ის მეთოდოლოგიაზე – მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო მოდელზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია 24-საათიანი ვიდეომონიტორინგით, რაც უზრუნველყოფს მგზავრობის ხარისხის უწყვეტ კონტროლს.

თუ ზაფხულის სეზონზე თბილისს გარეთ გეგმავ მოგზაურობას ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად, „ჰიუნდაი ლიმო სერვისი“ კომფორტთან  ერთად ქალაქებს შორის მგზავრობის სპეციალურ ტარიფებსაც გთავაზობთ. შეთავაზების ფარგლებში, ბათუმში პრემიუმ კლასის ავტომობილებით მგზავრობის ღირებულება 835 ლარიდან;  ქუთაისის მომართულებით კი მგზავრობის ტარიფი 510-იდან. ტარიფი ავტომობილის მოდელისა და მგზავრთა რაოდენობის მიხედვით განსხვავდება. მგზავრების ყველაზე მცირე რაოდენობა სამი ადამიანია, ხოლო მაქსიმალური – ექვსი. Limo Service-ის საზაფხულო შეთავაზებით შეძლებთ, დიდ მარშრუტზე კომფორტულად, პროფესიონალ მძღოლთან ერთად იმგზავროთ,  რაც გრძელ გზაზე მგზავრობის სტრესსა და დამღლელ გამოცდილებას სასიამოვნო განწყობით შეგიცვლით.  Limo Service-ის საზაფხულო შეთავაზებას დეტალურად ბმულზე გაეცნობით. 

მდგრადი სტანდარტები, წესრიგი და მომხმარებელზე მორგებული მიდგომა – ეს არის ის ფაქტორები, რის გამოც Limo Service იქცა არა მხოლოდ სატრანსპორტო სერვისად, არამედ სრულფასოვან გამოცდილებად.

პროფესიონალური გუნდი, ორგანიზაციული სიზუსტე და კვალიფიციური, გამოცდილი მძღოლები ქმნიან მომსახურებას, რომელიც პასუხობს ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის მოლოდინსაც კი. სწორედ ამიტომ, Limo Service განსაკუთრებით რელევანტურია მათთვის, ვისაც მნიშვნელოვნად მიაჩნია არა მხოლოდ დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლა, არამედ ისიც, თუ  როგორ მოქმედებს მათ განწყობაზე მგზავრობის პროცესი.

 

Limo Service-ის შესახებ მეტ დეტალს გაეცნობით კომპანიის ვებგვერდზე და სოციალური მედიის არხებზე: Facebook-სა და Instagram-ზე. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.