fbpx

ერთი ჩასვლით შეყვარება – “ბუკნარი” ლისი დეველოპმენტის ახალი საკურორტო უნბის საკომუნიკაციო კამპანია


გააზიარე სტატია

ვისაც აჭარის სუბტროპიკულ ტყეებში გაუვლია და იქიდან ზღვისთვის გადმოუხედავს, ერთხელ მაინც გაივლებდა გულში, ნეტა აქ მეცხოვრაო.  ტენიან კლიმატში აქ განსაკუთრებულად ყვავის ყველაფერი. 

სწორედ ასეთ ბუნებრივ გარემოში შენდება ბუკნარი – ახალი, უნიკალური საკურორტო უბანი.  პროექტზე ლისი დეველოპმენტი მუშაობს.  რთული მისახვედრი არაა, რომ სახელწოდება მისი მდებარეობიდან გამომდინარეობს – ჩაქვსა და ციხისძირს შორის, ბუკნარში ლისი დეველოპმენტი 9 ჰექტარ ტერიტორიას ფლობს, რომელსაც ეტაპობრივად განავითარებს.

ბუნების შთაგონებით შეირჩა პროექტის საკომუნიკაციო გზავნილიც – „ერთი ჩასვლით შეყვარება“. მთის ხედები, მდიდარი მწვანე საფარი და შავი ზღვის საუკეთესო სანაპირო ზოლი ერთი ჩასვლით შეაყვარებს თავს დამსვენებელსაც და უბრალო გამვლელსაც. შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოს ლანდშაფტმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბუნების ხელით იქმნებოდა. ეს ის ადგილია, სადაც ერთი ჩასვლაც საკმარისია საიმისოდ, რომ   უკან დაბრუნების  სურვილი  გაგიჩნდეს… დაბრუნდე ბევრჯერ და დიდი ხნით საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. 

მომავლის წინაშე  პასუხისმგებლობით – რას ნიშნავს პრინციპი „80/20“?

ლისი დეველოპმენტის პროექტების მთავარი კონცეფცია გარემოს პატივისცემასა და ზრუნვაზეა დაფუძნებული. გარდა თანამედროვე, ინოვაციური სამშენებლო სტანდარტების დამკვიდრებისა, უმთავრესი პრიორიტეტი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაა, სადაც მცხოვრებლები ჰარმონიულად და უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს. 

„80/20“ გამწვანებისა და განაშენიანების პრინციპია, რომელიც „ლისი დეველოპმენტმა“ ჯერ კიდევ 2010 წელს დანერგა. პრინციპი გულისხმობს კომპანიის პროექტებში ტერიტორიის უდიდესი ნაწილის – 80%-ის დათმობას მწვანე საფარისთვის, ხოლო დარჩენილ 20%-ზე შენობების განთავსებას. ასე შენდება ბუკნარიც – განსაკუთრებული სიფრთხილითა და გარემოს მიმართ პატივისცემით.

 

ახალი ქართული რივიერა

ბუკნარი აერთიანებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს კომპლექსს და პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ  აპარტამენტებს საჭირო ინფრასტრუქტურით – დახურული და ღია აუზი, სპა და სპორტული დარბაზი, რესტორნები, კომერციული ზონა,  ბიჩ-კლუბი, აკვაპარკი და პადელის მოედანი.

ბუკნარის საცხოვრებელ  ბლოკში აპარტამენტების ფართობი  29 კვ.მ-იდან  78 კვ.მ-მდეა. მობინადრეებს შეუძლიათ სურვილის მიხედვით შეარჩიონ სხვადასხვა კონდიციის აპარტამენტები: თეთრი კარკასი – რემონტითა და ჩაშენებული სამზარეულოთი, ან სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.