fbpx

ვილაპარაკოთ ნამდვილ ზაფხულზე “სელფი მობაილთან” ერთად


გააზიარე სტატია

ვილაპარაკოთ ნამდვილ ზაფხულზე – სელფი მობაილის ზაფხულის კამპანიაა, რომელიც ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის, „ვილაპარაკოთ“ ფარგლებში შეიქმნა. კამპანია გვახსენებს, როგორი შეიძლება იყოს ნამდვილი ზაფხული – არა ფილტრებით გალამაზებული, არამედ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
სელფი მობაილი ვიდეორგოლით გვიამბობს რეალურ ამბებზე და მოგვიწოდებს, გავიხსენოთ, გავუზიაროთ და ვილაპარაკოთ სწორედ ნამდვილ ზაფხულზე – დაუგეგმავ,  ემოციებით სავსე და დაუვიწყარ მომენტებზე.

ზაფხული, რომელიც კადრს მიღმა რჩება, ხშირად ბევრად საინტერესოა – სწორედ ამ იდეას ეძღვნება კამპანია, რომელიც გულწრფელ ურთიერთობებსა და გახსნილ კომუნიკაციას ეფუძნება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომუნიკაციის მეტი საშუალება გვაქვს, გულწრფელი, გულითადი საუბრები ნაკლებად გვახასიათებს. თუმცა საუბარი ყველაფერია –  თერაპიაა, რომელიც გვაახლოებს ერთმანეთთან და გამოცდილებებს უფრო ღრმად ტოვებს მეხსიერებაში. გულწრფელი საუბარი ისედაც  თავგადასავალია.

სწორედ ამიტომ, სელფი მობაილი გვთავაზობს ახალ საკომუნიკაციო პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც, გულწრფელად ლაპარაკი  გვახსენებს, რომ ნამდვილი საუბრები ციფრულ ეპოქაში ყველაზე ძვირფასია.

პლატფორმამ “ვილაპარაკოთ” ფარგლებში, სელფი მობაილმა ასევე წარადგინა ლოიალობის პროგრამა, რომელიც აერთიანებს სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა კატეგორიიდან: კვება, სპორტი, გართობა, მოგზაურობა და ა.შ. შეთავაზებები მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბრენდებს.

 ლოიალობის პროგრამაში ჩასართავად  დამატებით არაფერია საჭირო და ის ავტომატურადაა ხელმისაწვდომი MyCellfie აპლიკაციის ყველა მომხმარებლისთვის. პარტნიორებისა და შეთავაზებების სია მუდმივად ახლდება და იზრდება.

 ვილაპარაკოთ – მეტი და ყველაფერზე, ამავდროულად, მივიღოთ მეტი შეთავაზებები და პროდუქტები კომპანიისგან, მეგობრებთან, ახლობლებთან და ზოგადად, ადამიანებთან უფრო მეტი კომუნიკაციისთვის. 

ამ ორი წლის განმავლობაში კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. სელფი მობაილი გახდა ქვეყანაში პირველი მობილური ოპერატორი, რომელმაც საქართველოში 5G ქსელი დანერგა.  2024 წლის დეკემბერში კი სელფი მობაილი Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში, Vodafone სელფი მობაილს გაციფრულებაში, ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებასა და საოპერაციო ეფექტურობის ზრდაში უჭერს მხარს. სწორედ ამ თანამშრომლობით დაინერგა ლოიალობის პროგრამაც. 

სელფი მობაილი მუდმივად სთავაზობს აბონენტებს გამორჩეულ სერვისებსა და პროდუქტებს. „ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ მომსახურება და მომხმარებელს შევთავაზოთ ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ ტელეკომი. ჩვენი მიზანია მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ მეტად ისაუბრონ  ერთმანეთთან და ისაუბრონ ყველაფერზე“. – აცხადებენ სელფი მობაილში. 

ვილაპარაკოთ ყველაფერზე, მათ შორის – ნამდვილ ზაფხულზე სელფი მობაილთან ერთად. 

კრედიტები:

Mimosas & Freelance Team

Nino Gordeladze, Natia Kvaratskhelia, Mari Sukhishvili, Irina Sakvarelidze, Sopo Kechkhoshvili, Salome Gordeladze

Elixir Production Studio

  • Executive Producer – Nata Managadze
  • Director – Nino Gordeladze
  • Photographer – Giorgi Nakashidze
  • Photographer Assistant – Avto Mamulia
  • Production Manager – Achi Kevlishvili
  • Production Coordinator – Natashka Doborjginidze
  • Production Assistant – Iti Keshelava
  • Production Designers – Tamar Sulakvelidze
  • Set Dresser – Tazo Bochoidze
  • Helpers – Ana Qachibaia, Mariam Sulakvelidze
  • Costume Designer – Elene Gabilaia
  • Costume Designer Assistant – Nini Natelashvili
  • Casting Director – Nanuka Sioridze
  • Make Up – Veriko Bedeladze, Naniko Sulakvelidze
  • Location Manager – Ana Abashidze
  • Drivers – Valeri Kevlishvili, Avto Ugulava, Beqa Tsiklauri
  • Cast – Giorgi Barbakadze, Teona Kublashvili, Jambakur Bakradze, Nanisha Metreveli, Nata Managadze, Achi Kevlishvili, Andria Jaliashvili
  • Storyboard Artist – Ivane Kipshidze Post-Production
  • Editing – Levan Buthkuzi
  • Motion Design – Koka Kitia
  • Sound Studio – Avira Sound
  • Sound Design and Editing – Achi Kevlishvili
  • Music – Nika Kocharov
  • Designer – Vano Saginashvili

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.