fbpx

Liquid Archive – ახალი, ქართული მუსიკალური პროექტი, რომელიც სხვადასხვა სფეროს არტისტებს აერთიანებს


გააზიარე სტატია

Liquid Archive არის პროექტი/მუსიკალური კომუნიკაციის საშუალება, რომელიც წელს ჩამოყალიბდა.  ჯგუფის წევრებს სხვადასხვა პროფესიული სფეროები აერთიანებთ.

ნიკო – დიზაინერი, დიჯიტალ არტისტი და ყოფილი გრანჯ ბენდის ბასისტი . ნიკიტა – ფერმწერი, რომელიც რამდენიმე წელია მუსიკის კეთებითაა გატაცებული.  ბაჩო მოგვიანებით შემოუერთდა პროექტს. პროდიუსერი, ხმის ინჟინერი და ამავე დროს ჯგუფი svansikh-ის წევრია.

ნიკო და ნიკიტა – “თავიდანვე გამოვნახეთ საერთო ენა და მალევე გადავწყვიტეთ შეგვექმნა მუსიკალური პროექტი. Liquid Archive-ის იდეაც ბუნებრივად წამოვიდა.  მუშაობით და პატარა ექსპერიმენტებით ჩამოგვიყალიბდა საერთო ხედვა. პროცესის პარალელურად მეგობრისგან გავიცანით ჯგუფის ახალი წევრიც. ბაჩომ, როგორც გამოცდილმა მუსიკოსმა, გაიზიარა ჩვენი ხედვა, იდეები და გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა.”

“პირველი კომპოზიცია რომელზეც ერთად ვიმუშავეთ იყო “Glowing Roads”. ტრეკის კლიპიც მალევე გადავიღეთ ნიკიტას სახლში, რომელიც მაშინ დამწვარი იყო. ჩვენთვის სიმღერის შინაარსი და ვიზუალური იმიჯი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვიდა და საბოლოოდ საინტერესო პროექტი გამოგვივიდა.

მომდენვო ტრეკის კლიპებსაც მარტივად მივუდექით და ჩვენივე რესურსებით გადავიღეთ, (SP DAIS, MUDDY WATERS) რომელიც ჩვენთვის ავთენტური და “ორგანული” გამოვიდა , რაშიც ასევე გამოიხატება საერთო ვიზუალურ-მხატვრული ხედვა. სამომავლოდ ვგეგმავთ ახალ პროექტებზე მუშაობას. არ ვაპირებთ შემოქმედებითად და ჟანრობრივად შეზღუდვას. ჩვენთვის Liquid Archive არის კოლექტივი, რომელიც აგროვებს სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აუდიო-ვიზულურ არქივს.”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.