არც 1937 წელს იცოდნენ რომ 1937 წელი დადგა!..
გააზიარე სტატია
ავტორი: ბექა ქურხული
არა, არც 1937 წელს იცოდნენ რომ 1937 წელი დადგა!..
1937 წლის დაგდომასთან ერთად საახლწლო მილოცვისას, არავის არ უთქვამს ასე გაცხადებულად:
“ეი, ცხვრებო მე თქვენმა პატრონმა და მწყემსმა, ამხანაგმა, ამან და ამან, წელს, ქრისეტს შობიდან 1937 წელს, გადავწყვიტე, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი, საყასბოში უნდა გავუშვა და ყელი გამოვღადრო, კიდევ უფრო მეტი გავპარსო, გავყიდო, ან გავაბახო, ხოლო თქვენ ამ ყველაფერს, ხმამაღალი, ბედნიერი და აღრფთოვანებული ბღავილით უნდა შეხვდეთ: – “ბეეე!..„, თორემ დედას გიტირებთო!..„
არაფერი მსგავსი არ ყოფილა, საუკეთესო სურვილებით მიულოცეს, ბედნიერი ახალი წელი უსურვეს და მერე!..
მერე, ბედნიერ და აღფთოვანებულ ბღავილს, ყელგამოჭრილი ცხავრის სასოწარკვეთილი და უკანასკნელი ბღავილი შეერია: – “ბეეე!..„
არა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა 1937 წელს, მთელი თბილისი, ლავრენტი ბერიას სახელობის სტადიონზე იჯდა და ხმის ჩახლეჩამდე გულშემატკივრობდა თავის “დინამოს” ბასკონიის ნაკრების წინააღმდეგ, მაგრად განიცადეს მარცხი, მიუხედავად იმისა რომ, ძალიან უთანაგრძნობდნენ ბასკონიის და დემოკრატიული რესპუბკის ბრძოლას გენერალ ფრანკოს დიქტატურისა და ესპანელი ფალანგისტების წინააღმდეგ ბრძოლაში!..
თუმცა იმ ბასკებმა მარტო ფეხბურთში კი არ გვაჯობეს, სიტყვა, ხელი და იარღიც შეუბრუნეს თავის დიქტატორს და ჯალათებს!..
ჩვენებს კი რა უნდა შეებრუნებინათ!..
ჩვენებმა ვერც გაიგეს!..
ჩეკისტმა ეჟოვმა, ჩეკისტი იაგოდა დახვრიტა და სკაწერწიუ დაროგა… ლავრენტი ბერიამ 1924 წლის ჯალათი რედენსი დახვრიტა და იგივე ეჟოვი მიაყოლა, ძალიანაც კარგი “მაინც ჩვენია ქართველია, “სერგო ორჯონიკიძემ თავი მოიკლა და “ძაღლი მიაკვდა სულში, მაგან გაასხვისა ქართული მიწები!„
არა, ეგ მერე გაიგო, რომ 1937 წელი დადგა, როცა თვითონაც მიუკაკუნეს, მიახვრიტეს და გააციმბირეს…
გაიგო როცა უკვე ძალიან გვიანი იყო!..
თუმცა მანამდე როცა მწერალი მიხეილ ჯავახიშვილიც დაიჭირეს, – “მწერალი თორემ ეგეც ეხლა ალექსანდრე ყაზბეგი არა მყავდეს და “ჯაყოს ხიზნებს„ რომ წერდა და ქართველებს გვამასხარავებდა რა ეგონა„ ისმოდა, ტიციანზე და პაოლოზე “პოეტები თორემ ეგენიც შოთა რუსთაველი და აკაკი წერეთელი არ მყავდნენ, ლოთები – კეპკას ხარშავდა ხაშის ქვაბში მთვრალი პაოლო…„
როცა ექმები და სამხედროები დაიჭირეს – “იცი რას გეტყვი ტყუილად არავის იჭერენ!..„
და კი, მართლები არიან ამის მთქმელები – “ტყუილად არავის იჭერენ„ და როდესაც ამ სიტყვების ავტორსაც დაიჭერენ, გაყიდიან, გაპარსავენ და გააბახებენ, მას ტყუილად არ დაიჭერენ, მართლა დაიჭერენ და კალენდარშიც ჩაახედებენ, სადაც სისხლფრად ეწერება ციფრები:
1937 – 2025
და მისი ბედნიერი და აღფთოვანებული ბღავილი, ყელგამოჭრილი ცხვრის, სასოწარკვეთილ, უკანასკნელ და სასიკვდილო ხროტინში გადასულ ბღავილად გადაიქცევა!..
“ბეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!..„
262 total views, 1 views today



