fbpx

Process-ი პირველად გადის საერთაშორისო სცენაზე ბერლინში Kulturhaus Insel-ში


გააზიარე სტატია

ფოტო: დიმიტრი ვაჩნაძე

 

ქართული მუსიკალური ბენდი Process-ი პირველად წარდგება საერთაშორისო სცენაზე 18 ოქტომბერს, საკონცერტო სივრცე Kulturhaus Insel Berlin-ში. ჯგუფის წევრები გერმანული ბენდის Tiflis Transit-ის კონცერტს გახსნიან.

ბენდი პირველად რუსთავში ჩამოყალიბდა , დღეს კი თბილისში აგრძელებს მოღვაწეობას. ჯგუფის წევრები არიან: ცოტნე იოსებაშვილი (ვოკალი/სონგრაითერი), ლუკა ქიმერიძე (ლიდ გიტარა), ნიკა ლომიძე (ბასი), ლუკა ჰეილი (რითმ გიტარა), დათი ქიმერიძე (სინთეზატორი) და ალექს ჩიკვატია (დრამი).

Process-ის მუსიკა აერთიანებს ინდისა და ალტერნატივის ჟღერადობას, ენერგიულია, მკაფიო და გულწრფელი.  ბენდის ბოლო ლაივი გაიმართა Monohall-ის სცენაზე, სადაც Process-მა თავისი შესაძლებლობები კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა.

ბერლინის კონცერტის შემდეგ Process-ი იწყებს ალბომის ჩაწერას, რომელზეც დიდი ხანია მუშაობს. ჩანაწერი კიდევ უფრო სიღრმისეულად გამოხატავს ბენდის ჟღერადობას და აღნიშნავს ახალი ეტაპის დაწყებას მათ მუსიკალურ მოღვაწეობაში.

Tiflis Transit ბერლინური ალტერნატივა ქართული სახელით

Tiflis Transit ბერლინში დაფუძნებული მუსიკალური პროექტია, რომელსაც ხელმძღვანელობენ ფაბიან ტილი და ბირკ ბუტჩერეიტი. ჯგუფი აერთიანებს ჯაზის, სოულის და ექსპერიმენტული პოპის ელემენტებს, ქმნის ატმოსფერულ და ემოციურად დატვირთულ ჟღერადობას.

ბერლინური ბენდის დებიუტური ალბომი A Thought Is Not A Feeling 2024 წელს გამოვიდა ბერლინურ ლეიბლზე Listen Records-ზე და დიდი გამოხმაურება მიიღო ადგილობრივ სცენაზე.

Tiflis Transit ცნობილია თავისი გამორჩეული ცოცხალი გამოსვლებით და მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით, რომელიც მუდმივად ეძებს სიახლესა და ექსპერიმენტს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.