GOD ERA-ს ახალი, შემოდგომა/ზამთარი 2025/26-ის კოლექცია
ქართველმა დიზანინერმა ნინი გოდერიძემ ( GOD ERA ) მოლდოვის მოდის კვირეულზე ახალი, შემოდგომა/ზამთარი 2025/26-ის კოლექცია წარადგინა.
კოლექცია სრულიად შთაგონებული იყო საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარებით და მასში აქტიურად იყო გამოყენებული სხვადასხვა თემატური მესიჯები.
ნინი გოდერიძე: “რამაც ნამდვილად შთამაგონა, იყო საქართველოსა და მოლდოვას შორის არსებული პოლიტიკური სიტუაციების მსგავსება. ორივე ქვეყანა ევროპული ან რუსული გზის არჩევის გზაჯვარედინზეა.
სამწუხაროდ, საქართველო ამჟამად რუსეთისკენ იხრება, მოლდოვა კი ევროპას უახლოვდება. ეს განსხვავება ძლიერია, რადგან აქ ის აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ნამდვილად შეცვალონ თავიანთი მთავრობა დემოკრატიულად, მაშინ როცა საქართველოში ახლა ეს შეუძლებელია.
ამავდროულად, ჩემმა ქვეყანამ ახლახან მიიღო ანტილგბტ კანონი და ეს კოლექცია ამ კლიმატს ეხმიანება. მთელი შოუ წარმოიდგინა, როგორც გამოგონილი პოლიტიკური პარტია, სადაც ქვიარ ადამიანი ხდება პრეზიდენტი. ამ ხედვის მოლდოვაში წარდგენა სწორ ადგილას მეჩვენებოდა, რადგან ის ეხმიანება თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის ბრძოლას, რომელიც ორივე ქვეყანამ ასე კარგად იცის.”
ჩვენებისთვის მუსიკა ქართველმა მუსიკოსმა, aghnie შექმნა.


























