fbpx

Waiting for Godard – ნინი უგულავამ და ანამარია ბურდულმა ლონდონში ახალი პიესა დადგეს


გააზიარე სტატია

ქართველმა მსახიობებმა ნინი უგულავამ და ანამარია ბურდულმა ლონდონის თეატრში, The Cockpit, წარმოადგინეს ნინი უგულავას პიესა „Waiting for Godard“  (გოდარის მოლოდინში).  სპექტაკლი, რომელიც ასევე ქართველმა მსახიობმა ნატალია ჯუღელმა დადგა, ასახავს ახალგაზრდა არტისტების ცხოვრებას და გამოწვევებს, რომელთაც მსახიობები თავიანთი კარიერის განმავლობაში აწყდებიან. მუდმივი მოლოდინი, არასტაბილურობა, და შემოქმედებითი იდენტობის ძიება.

„გოდარის მოლოდინში” შთაგონებულია სამუელ ბეკეტის ლეგენდარული პიესით „გოდოს მოლოდინში“. ორ კაცზე დაფუძნებული ნამუშევრით, რომელიც მრავალჯერ დაიდგა მსოფლიო თეატრებში სახელგანთქმული რეჟისორებისა და მსახიობების მიერ. ნინი უგულავას პიესა სრულიად საპირისპირო მიმართულებას ირჩევს: ლოდინის ნაცვლად, თავად ლოდინის ბუნებასა და შინაარსს იკვლევს.

სათაური „გოდარი“ სიტყვათამაშია ჟან-ლუკ გოდარის სიმბოლურ ფიგურაზე მინიშნებით. მსახიობები ცხოვრობენ გოდარისნაირი რეჟისორის მოლოდინში, რომელიც აღმოაჩენს მათ და დაეხმარება სამსახიობო პოტენციალის გამოვლენაში. 

ბეკეტის სამყაროსგან განსხვავებით, სადაც ორი შუახნის კაცი უსასრულოდ ელოდება, „გოდარის მოლოდინში“ ახალგაზრდა ქალი პერსონაჟების შინაგან სამყაროს იკვლევს, მათ შინაგან ბრძოლებს, მღელვარე ფიქრებსა და იმ ემოციურ ქარიშხალს, რომელიც ჩნდება მუდმივად ცვალებადი, მოულოდნელობებით სავსე გარე სამყაროსთან  ბრძოლაში.

საკუთარი ნამუშევარი რამდენიმე კოლექტივმა წარადგინა. საწყისი ჩვენების შემდეგ,“გოდარის მოლოდინის”-ს ჯგუფი The Cockpit Theatre-მა მიიწვია და სპექტაკლი სწორედ ამ თეატრში დაიდგმება.




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.