fbpx

მიკანო ტვილდიანის ახალი მუსიკალური კლიპი – SXVISI YOPILA


გააზიარე სტატია

ნიუ იორკში დაბადებულმა და ამჟამად თბილისში მოღვაწე მუსიკოსმა, მიკანო ტვილდიანმა სიმღერაზე, “Sxvisi Yopila” მუსიკალური ვიდეო რგოლი გამოუშვა.

სიმღერა “სხვისი ყოფილა” 2024 წელს შეიქმნა, მუსიკა თავად მიკანომ დაწერა, ხოლო ტექსტის იდეა პირადი გამოცდილებების მიხედვით შეიქმნა, რომელიც დროთა განმავლობაში მიკანოს, ბატა ტვილდიანის და თაიკო მიქაბერიძის “inside joke”-ად იქცა და გადაწყვიტეს სიმღერის ტექსტად ექციათ,

მიკანო ტვილდიანი: “მე და ბატა მივდიოდით არმაზში, ვუსმენდით “Chicago”-ს და რომ შევჩერდით საცობში, გვერდით მანქანაში ისმოდა hard rock techno, ხოლო მეორე მხარეს “მარშუტკაში” ხალხური მუსიკა. მაშინ მომივიდა აზრი, რომ საინტერესო იქნებოდა მსგავსი მუსიკალური კლიპის გადაღება, სადაც ყველას თავისი სამყარო ექნებოდა და ეს გახდა “სხვისი ყოფილა”-ს მეორე პერსპექტივა.

სწორედ ამ “მარშუტკიდან” მოვიდა იდეა, რომ კლიპის მთავარი სიუჟეტის განვითარების ლოკაცია ავტობუსი ყოფილიყო. თბილისში ცხოვრების განუყოფელი ნაწილია საცობში დგომა, რთულია თავი აარიდო და არ შეგაწუხოს ამ საკითხმა, სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ აქტუალური და ყველასთვის რელევანტური იქნებოდა. ტიპაჟებიც ამის მიხედვით შეირჩა. სწორედ ამ “სამყაროებიდან” (საცობში მდგომი მანქანებიდან) შევქმენით ეკლექტური პროფესიების და ვიზუალის მქონე სხვდასხვა პერსონაჟები.

ჩემთვის ძალიან საინტერესო კლიპზე დიდ ჯგუფთან ერთად მუშაობა, მაგარი გამოცდილება იყო, სეტზე ყოფნა საკმაოდ გასართობია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კლიპის მსახიობების უმეტესი ნაწილი შენი მეგობრები და ოჯახის წევრები არიან.”

მიკანო ტვილდიანი ნიუ იორკში დაბადებული მუსიკოსია, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ის არის მულტი-ინსტრუმენტალისტი და პროდიუსერი, რომელსაც აუდიო ინჟინერიის განათლება აქვს მიღებული. მიკანოს მუსიკა მოიცავს dance, R&B ს და ფსიქოდელურ როკს.

ფოტო: გიორგი ყოლბაია


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.