fbpx

როგორ ვაქციოთ ჩვენი სურვილები რეალურ მიზნად?!


გააზიარე სტატია

ადამიანებს გვიჭირს ხოლმე სახელი დავარქვათ მოვლენებს, ურთიერთობებს, გეგმებს. არადა, როცა ამას ვაკეთებთ,  ყველაფერი  მარტივდება, თავის ადგილას დგება და მიზნებიც უფრო ხელშესახები ხდება.

დეკემბრის დასაწყისში თითქმის ყველა ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რა  ცვლილებები გვინდა ახალი წლიდან. ზოგს მოგზაურობა და ახალი შეგრძნებები გვიზიდავს, ზოგს   გვსურს სასწორზე  დადგომისას რამდენიმე კილოგრამით ნაკლებ ციფრს ვხედავდეთ. ზოგი სულაც კულინარიულ ინფლუენსერობას უმიზნებს და  მოტივაციისთვის სამზარეულოს განახლებას გეგმავს. 

სურვილები მრავალფეროვანია, თუმცა ყველა მათგანისთვის არსებობს ერთი ფსიქოლოგიურად ძლიერი ხრიკი, რომელიც მათ რეალურ მიზნად აქცევს. როგორც კი მიზანს კონკრეტულ სახელს არქმევ, ტვინიც სხვაგვარად იწყებს მუშაობას და ეს სულაც არაა თვითმოტივაცია ან კოსმოსში უმისამართოდ გაგზავნილი სიგნალი, ნამდვილად მეცნიერულად დამტკიცებული ეფექტია.

2021 წელს 15 000 -ზე მეტ მონაწილეზე დაკვირვებით ჩატარდა კვლევა, რომელიც ორ ტექნიკას  დაეფუძნა: mental contrasting- როცა ადამიანები სასურველ მომავალს წარმოიდგენენ თუმცა მაშინვე იაზრებს რეალურ დაბრკოლებებს, და implementation intentionsანუ, დაგეგმო: ზუსტად რა უნდა გააკეთო და როდის. 

ფორმულა კი ასე მუშაობს: მოიფიქრე მიზანი (მაგალითად, ბავშვობის ოცნების ასრულება და პარიზის დისნეი-ლენდში სრული ერთი დღის გატარება),  იფიქრე რეალურ დაბრკოლებებზე (მაგ: ზედმეტად მფლანგველი ხარ) დაარქვი მას სახელი და  შეადგინე „თუ–მაშინ“ გეგმა (“თუ ხელფასს ავიღებ, მაშინ 100 ლარს შევინახავ). კვლევის ავტორმა ფსიქოლოგმა ვანგმა დაასკვნა, რომ კვლევის მონაწილეებს, რომელთაც  მიზნებისთვის კონკრეტული სახელი ჰქონდათ დარქმეული უფრო მოტივირებულები იყვნენ და მისი მიღწევის შანსი ბევრად იყო გაზრდილი. 

ცნობილი დოკუმენტური ფილმი ‘secret” (საიდუმლოც) ხომ ნანახი გაქვს? ყველა გმირი რეალურია და თავიანთი ისტორიებით გვიმტკიცებენ, რომ თუ  მუდმივად ფიქრობ იმაზე, რაც გულით გინდა და წარმოიდგენ მის მიღწევისას განცდილ სიხარულს, მიზანი რეალობად გექცევა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის  კიდევ უფრო პრაგმატული ფინანსური ქცევის კვლევები პირდაპირ ამტკიცებს, რომ „სახელს“  ნამდვილად აქვს ძალა. ფული, რომელსაც სახელს არქმევ, ნაკლებად იხარჯება. ადამიანები, რომლებიც დანაზოგს სახელს არქმევენ, სპონტანურად თანხას აღარ ფლანგავენ და მიზნისკენ უფრო სწრაფად მიდიან. 

თუ  სკეპტიკოსი ხარ და მსგავს კვლევებს ეჭვის თვალით უყურებ, დეკემბერი კარგი შანსია, ეს თეორია საკუთარ თავზე  გადაამოწმო. ახალი წლის წინ მოახლოებულ ჯადოსნობას რომ თავი დავანებოთ, არც არაფერს კარგავ?! თანხის შეგროვება ცუდი იდეა როდის ყოფილა?

თან თიბისის ანაბარზე- „ჩემი მიზანი“, საკუთარი მიზნისკენ სვლა ნაბიჯ-ნაბიჯ, მინიმალური თანხით შეგიძლია.  დამატებითი მოტივაციისთვის, დეკემბრის თვეში თიბისი  +1% სარგებელსაც დაგიმატებს და წლიური დანაზოგი ეფექტური ლარში 9.74%-დან  გექნება.

დაარქვი შენს მიზანს კონკრეტული სახელი და ერთი წლის შემდეგ, დარწმუნდი შედეგის მაგიურობაში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.