fbpx

საახალწლო საჩუქრების გზამკვლევი 2025->2026


გააზიარე სტატია

ახალი წლის დღესასწაულზე საჩუქრების გაცვლა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ტრადიციაა. საჩუქრის არჩევა და ჩვენი საყვარელი ადამიანების გახარება, რამდენადაც სასიამოვნო პროცესია, ასევე დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა  – საბოლოო მიზანი ხომ ყოველთვის ერთია: ადრესატმა მიიღოს განსაკუთრებული ნივთი, რაც გულწრფელად მოეწონება. ამავდროულად,  ვცდილობთ, რომ საჩუქარი ორიგინალურიც იყოს. 

მნიშვნელობა არ აქვს, ვისთვის არჩევთ საჩუქარს: მეგობრისთვის, ოჯახის წევრისთვის, კოლეგისა თუ საკუთარ თავისთვის – სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ორიგინალურ იდეასა და რეკომენდაციას და ვეცდებით, საჩუქრის არჩევის პროცესი შეძლებისდაგვარად გაგიმარტივოთ. 

 

Reckless

Reckless ქართული ბრენდია, რომელიც პრაქტიკულ და ამავდროულად, ორიგინალურ მოდელებს გვთავაზობს. მისი კოლექციები მრავალფეროვანია, რაც საჩუქრის არჩევის პროცესში მეტი კრეატიულობის გამოჩენის შესაძლებლობას გაძლევთ. ბრენდმა 2025 წელს ახალი კოლექცია წარმოადგინა, რომელიც სიზმრებით და წარმოსახვითი სამყაროთი არის შთაგონებული. შესაბამისად, თითოეული ნივთი  სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. Reckless-ის დიზაინი განსაკუთრებით მოეწონება მათ, ვისაც თანამედროვე, თავისუფალი და ინდივიდუალიზმის გამომხატველი სტილი იზიდავს.

 

ანაბეჭდი

ონლაინ მაღაზია „ანაბეჭდი” თითქმის ყოველთვის უშვებს ლიმიტირებულ კოლექციებს, რომლებიც თემატური დიზაინით გამოირჩევა. ახლახან გამოშვებული საახალწლო კოლექცია კლაჩების ხაზს გვთავაზობს. ტყავისგან დამზადებული კლაჩები ძირითადად, შავი და წითელი ფერისაა  და სტიკერის დიზაინის პრინტებით არის გაფორმებული.

 

Dirty

Dirty ქართული ბრენდია, რომლის კოლექციაშიც უნიკალური დიზაინის ხელით დამზადებულ ჩანთებს შეხვდებით. მოდელები აბსტრაქტული ფორმებითა და ფუტურისტული ესთეტიკით გამოირჩევა, რაც მათ ორიგინალურ და თანამედროვე ხასიათს სძენს. Dirty-ს ჩანთები იდეალურია მათთვის, ვისაც განსხვავებული სტილი იზიდავს და სურს, რომ ყოველდღიურ სამოსშიც კი კონცეპტუალური ხელოვნების შტრიხები შეიტანოს.

 

Noém

ქართულ ბრენდ Noém-ს მომხმარებელი უკვე დიდი ხანია იცნობს. ის განსაკუთრებით პოპულარული ორიგინალური აქსესუარების თემატური კოლექციების შექმნით გახდა. ახლახან ბრენდმა ქუდების ხაზიც წარადგინა, რომელიც ერთდროულად პრაქტიკული და დამახასიათებელი დიზაინის მოდელებით გამოირჩევაა. სამკაულების და ქუდების კოლექცია მრავალფეროვანია, რაც საშუალებას გვაძლევს საჩუქარი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისათვის შევარჩიოთ.

 

Sio Print Shop

სიმბოლური პრინტებით გაფორმებული სამოსი ყოველთვის ორიგინალური არჩევანია. Sio Print Shop-ში შეგიძლიათ მაისურებსა და ჰუდებზე დაპრინტოთ თქვენივე შერჩეული დიზაინი ან აირჩიოთ სხვადასხვა ვიზუალური არტისტის მიერ შექმნილი ექსკლუზიური პრინტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ Sio Print Shop-ის მაისურები მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ასევე ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი ფერები და ზომები.

 

Kitchen and Living 

მართალია, საახალწლო საჩუქრის არჩევა არც ისე მარტივია, თუმცა პრაქტიკული ნივთები თითქმის ყოველთვის ყველაზე უსაფრთხო და ზუსტი გადაწყვეტილებაა. ასეთ ნივთებს გვთავაზობს Kitchen and Living by Gastronome. კოლექცია აერთიანებს როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო დეტალებს, ისე დეკორატიულ აქსესუარებს ინტერიერის გასაფორმებლად. 

 

Remember The Store 

კონცეპტუალური ონლაინ მაღაზია Remember The Store ის ადგილია, სადაც საყვარელი ადამიანებისთვის გამორჩეული საჩუქრის შერჩევა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ – ასე  დროსაც დაზოგავთ და ნივთების ხარისხშიც  დარწმუნდებით.  Remember The Store-ის კოლექცია მოიცავს სანათებს, დეკორატიულ სანთლებს, სხვადასხვა არტისტის შემოქმედებით შთაგონებულ დეკორატიულ და პრაქტიკულ აქსესუარებს და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Remember The Store-ის სელექცია აერთიანებს მსოფლიოში ცნობილი ლუქს ბრენდების ნივთებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.