fbpx

პირველი ქართული პლატფორმა, რომელიც ქართველ ხელოვანებს, ხელოსნებსა და მეწარმეებს აერთიანებს. 


გააზიარე სტატია

 

Gifthub.ge არც ისე დიდი ხანია, რაც   ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე შეძლო 200-ზე მეტი ქართველი ხელოვანის, ხელოსნისა და მეწარმის გაერთიანება ერთ პლატფორმაზე.

Gifthub.ge გთავაზობთ მაღალი ხარისხისა და ქართული წარმოების პროდუქციას ერთ ონლაინ სივრცეში, სადაც ნებისმიერი ადამიანი იპოვის სასურველ საჩუქარს სხვისთვის და საკუთარი თავისთვის ნებისმიერ დღესა და დღესასწაულზე. ეს შეიძლება იყოს ქორწილი, დაბადების დღე, პაემანი ან ერთი უბრალო დილა, როცა გადაწყვეტ, რომ დროა, ვინმე ან საკუთარი თავი გაახარო, რადგან საჩუქარს მიზეზი არ სჭირდება. შეგიძლია შეარჩიო საჩუქარი ჩვილისთვის, მოზარდისთვის, დედისთვის, მამისთვის,  შეყვარებულისა,  და ბებია-ბაბუისთვისაც კი, რადგან gifthub.ge ნებისმიერი ადამიანის გემოვნებისთვის აწყობს სასაჩუქრე ნაკრებებს.

Gifthub.ge განსაკუთრებულად საჭირო და კომფორტულია დღევანდელ დღეს, რადგან გარემო აჩქარებულია და ადამიანებს არ ჰყოფნით დრო  მაღაზიებში სასიარულოდ, რასაც თან ახლავს საცობებსა და გრძელ რიგებში დგომა. საიტზე კი, სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია საჩუქრების სხვადასხვა კატეგორიის დათვალიერება და მზა და სასურველი ნაკრებების აწყობა და  შეძენა. საჩუქარს კი თბილისში იმ დღესვე მოგიტანენ  სახლში.  ნივთებისა და ნაკრებების გამოწერა სხვა ქალაქებსა და ქვეყნებშიც შეგიძლიათ. 

 გარდა მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი  საჩუქრების არჩევანისა, gifthub.ge-ს ნივთებს გამოარჩევთ მათი შეფუთვა, მაქმანები, რომლებიც ვინტაჟურ, ძვირფასს განწყობას სძენენ ნივთს და მაია სუმბაძის გაფორმება თითოეულ შესაფუთ ქაღალდზე. 

თუკი ეძებთ ქართული წარმოების საჩუქარს – უნიკალურს, მაღალი ხარისხითა  ა და ლამაზი შეფუთვით, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ gifthub.ge-ს. ხოლო, თუკი თქვენ ქმნით მაღალი ხარისხის პროდუქციას, მაშინ შეგიძლიათ შეუერთდეთ gufthub.ge-ს პლატფორმას, რომელიც უკვე 200  ქართულ ბრენდს აერთიანებს და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. 

Gifthub.ge-ს პლატფორმა აგრძელებს განვითარებასა და ზრდას და სამომავლოდ სურს, ქართული პროდუქტი მასობრივად  გასცდეს ჩვენი ქვეყნის ფარგლებსაც. 

 

საჩუქრების შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ:

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.