“აბრეშუმის აბჯარი” – ჯგუფური გამოფენა გორის ხელოვნების სახლში
ფოტო: თიკუ კობიაშვილი
გორის ხელოვნების სახლი წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას, “აბრეშუმის აბჯარი”.
“ჩვენს გარშემო სამყარო საგრძნობლად უხეში გახდა. ყოველდღიურობის ყველაზე ინტიმური სივრცეებიდან, დაპირებულ მომავლამდე – სამართლიანობის, თანასწორობის და ურთიერთპატივისცაცემი ღირსების დრო არასდროს დგება.
გამოცალკევებაზე, დომინაციაზე და შიშზე აშენებული სისტემები აგრძელებენ ჩვენი ცხოვრების განსაზღვრას, თუ როგორი კავშირი გვაქვს ერთმანეთთან და როგორ ნაწილდება ძალაუფლება. დღეს ძალადობა არ არის მოლოდ ფიზიკური, ის ჩაშენებულია სტრუქტურებში, ეკონომიკაში, ენასა და მოლოდინებში რომელიც განსაზღვრავს ვინ შეგვიძლია ვიყოთ ჩვენ. დღევანდელი სამყარო სიმკაცრით არის შეარაღებული.”
“აბრეშუმის აბჯარი” სწორედ ამ რეალობას ეხმიანება. პასუხობს სამყაროს რომელიც საუკუნეების მანძილზე განსაზღვრულია, სირთულით, კონტროლით და პატრიქრქალური წყობით. გამძლეობაზე, მორჩილებაზე და ემოციის დათრგუნვაზე აგებული სისტემა დღემდე მართავს ყოველდღიურ ცხოვრებას, ხშირად ხილვადი ქმედებებით, მეტყველებით, დაუწერელი წესებით რომელებიც გვეუბნებიან როგორ გამოვიყურებოდეთ, როგორ ვიქცეოდეთ, როგორ უნდა გვიყვარდეს, როგორ უნდა ვეკუთვნოდეთ. ეს ჩუმი კოდები სხეულსა და იდენტობას ისევე აკონტროლებს, როგორც გამოაშკარავებული ძლიერი ძალები.
აბრეშუმი როგორც მეტაფორა, ორ მნიშვნელობას ატარებს, ის არის რბილი, მაგრამ ამავდროულად საოცრად ძლიერი, ნაზი, მაგრამ გამძლე. აბრეშუმისგან შექმნილი ჯავშანი სხეულს არ იცავს მისი იზოლირებით, არამედ ის საშუალებას აძლევს მას დარჩეს ღია და ამავე დროს მდგრადი. ეს გვთავაზობს გადარჩენის ისეთ ფორმას, რომელიც არ მოუთხოვს ემოციურ უგრძნობლობას, ყოფა რომელიც უპირისპირდება სამყაროს, ისეარ დაემსგავსოს მას.
გამოფენაზე მონაწილე არტისტები: აისია, ანა ხმალაძე, d_0, მარიამ საკნელაშვილი, ,მარიამ სონღულაშვილი, Nemi_bii, ნინო ჩეჩელაშვილი, სალომე ვეფხვაძე, ტორფეჰ ეხლასი
კურატორები: ნინო გიორგაძე, სოფი გველუკაშვილი











