POESIS F/W 2026-27 – SYNDROM-ის ახალი კოლექცია ბერლინის მოდის კვირეულზე
SYNDROM-ის შემოდგომა/ზამთრის 2026-27 წლის კოლექციის შეფასების შესაძლებლობა მოდის საერთაშორისო მიმდევრებს 30 იანვარს, ბერლინის მოდის კვირეულის ფარგლებში მიეცათ.
სახელწოდება „სინდრომი“ განზრახ პროვოკაციულია. სამედიცინო გაგებით, სინდრომი არის სიმპტომების ერთობლიობა, რომლებიც ერთად მიუთითებენ კონკრეტულ მდგომარეობაზე. ბრენდისთვის ეს სახელი მეტაფორაა საერთო გამოცდილების, ესთეტიკისა და გამოხატვის ერთობლიობის. „სინდრომი“ ასახავს ამ იდენტიფიცირებად ნიმუშს – საერთო კულტურულ იდენტობას, რომელიც უნიკალურია ჩვენი დროისა და ადგილისთვის.
SYNDROM-ისთვის ტანსაცმელი იდენთიფიკატორია ადამიანის გარეგანი და შინაგანი სამყაროსი. ბრენდისთვის მნიშვნელოვანია რეალური ცხოვრების მიღმაც და მის სიღრმეებშიც ყურება და ტანსაცმელსა და პიროვნებებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება.
„POIESIS“ პრეზენტაცია, ოფიციალურ კალენდარში მოხვდა და ღონისძიების ფორმით გაიმართა, რომელიც ბრენდის იდენტობის, მდგრადობისა და ტრანსფორმაციის კვლევის გაგრძელებაა.














