fbpx

27-28 თებერვალს დიზაინის ინსტიტუტში სოციალური დიზაინის დღეები გაიმართება


გააზიარე სტატია

27-28 თებერვალს დიზაინის ინსტიტუტში სოციალური დიზაინის დღეები გაიმართება 

კონფერენციის მთავარი თემა: ინკლუზიური დიზაინი როგორც ადამიანზე ორიენტირებული ცვლილებების საფუძველი 

2026 წლის 27-28 თებერვალს დიზაინის ინსტიტუტში გაიმართება სოციალური დიზაინის დღეების  მესამე სერია – ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ადამიანებზე ორიენტირებულ, ინკლუზიურ და ხელმისაწვდომ დიზაინს დაეთმობა. ღონისძიება გააერთიანებს 30-ზე მეტ მომხსენებელს საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. 

 

ღონისძიების პარტნიორები და სპიკერები არიან: 

IxDF – კარდო აიუბი, ლონდონში მოღვაწე პროდუქტის დიზაინერი, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი დიზაინის პრაქტიკოსი. 

Universal Design Institute, გერმანია – კაროლინ პოული, აღმასრულებელი დირექტორი

NABA – Nuova Accademia di Belle Arti, იტალია – ლუკა პონჩელინი, დიზაინის და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი 

IBM – ჯონი სეილორი, დიზაინის ვიცე-პრეზიდენტი

ჩეხეთის ცენტრი თბილისი – ოსამუ ოკამურა, ცენტრის დირექტორი, არქიტექტორი

Polish Graphic Design, WYNFlair & JoyBoy Studio, Mac Georgia,  TBC, Macdonald’s Georgia, UNFPA, Red Bull, Georgian Sun

კონფერენციის მთავარი თემა – ინკლუზიური და ხელმისაწვდომი დიზაინი – თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. დღევანდელ სამყაროში ხელმისაწვდომობა აღარ არის ვიწრო ტექნიკური საკითხი ან პროცესის ბოლოს გასათვალისწინებელი დეტალი – პირიქით, ინკლუზია არის დიზაინის ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, რომელიც განსაზღვრავს, ვისთვის ვქმნით გარემოს, სერვისებსა და ციფრულ გამოცდილებებს. შესაბამისად, სოციალური დიზაინის დღეები ხელმისაწვდომობას არა შეზღუდვად, არამედ უკეთესი, უფრო ადამიანური და სამართლიანი დიზაინის საფუძვლად განიხილავს. 

ორი დღის განმავლობაში დაგეგმილი ლექციები, პანელური დისკუსიები, სამუშაო სესიები და კვლევითი პრეზენტაციები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ინკლუზიური UX/UI და ხელმისაწვდომი ციფრული პროდუქტები, დიზაინის სოციალური გავლენა, სასწავლო გარემოს დიზაინი, ტექნოლოგია, ეთიკა თუ ციფრული კეთილდღეობა… საერთაშორისო გამოცდილების მქონე გამომსვლელების ჩართულობა მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ რეალურ პროექტებს, კვლევებსა და პრაქტიკულ მიდგომებს, რომელიც სხვადასხვა კონტექსტში უკვე ახდენს პოზიტიურ ცვლილებებს მსოფლიოს მასშტაბით. 

  • მედიაპარტნიორები: Marketer.ge, BMG. 
  • სოციალური დიზაინის დღეების დეტალური განრიგი.

ღონისძიება ღიაა ყველასთვის, ვისაც დიზაინის სოციალური გავლენა აინტერესებს – დიზაინერებისა და კრეატიული პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისა და დამწყები პრაქტიკოსებისთვის, ტექნოლოგიური კომპანიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუციებისთვის. ეს არის სწავლის, გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების შექმნის სივრცე, სადაც თეორია და პრაქტიკა საერთო სამომავლო ხედვას აყალიბებს. 

სოციალური დიზაინის დღეების შესახებ: 

სოციალური დიზაინის დღეები შეიქმნა როგორც პლატფორმა, რომელიც დიზაინს განიხილავს როგორც ხელსაწყოს სოციალური გავლენის, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობისთვის. დიზაინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ყოველი მომდევნო სერია ამ ხედვას ახალი პერსპექტივით აკვირდება. პირველი კონფერენციის მთავარი თემა იყო სოციალური დიზაინი როგორც თანამშრომლობითი პრაქტიკა, როგორც განათლების, მდგრადობის, ჯანდაცვის სფეროებისთვისა და სოციალური ინიციატივებისთვის სასარგებლო გადაწყვეტა. მეორე კონფერენცია ურბანულ სივრცეებსა და მემკვიდრეობას დაეთმო – გამოჩნდა, როგორ აკავშირებს დიზაინი ადამიანებს, ადგილსა და კოლექტიურ მეხსიერებას. მესამე კონფერენცია აუდიტორიას გააცნობს ინკლუზიურ დიზაინს როგორც ინოვაციის მამოძრავებელ ძალას სხვადასხვა დისციპლინაში და მიდგომას, რომელიც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ქსოვილში იკვეთება.

სოციალური დიზაინის დღეები მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებასა და საერთო დიალოგის შექმნას სასიკეთო ცვლილებებისთვის. დიზაინის ინსტიტუტის ხედვით, საქართველოს აქვს ყველა რესურსი – შემოქმედებითი ნიჭი, სამოქალაქო ენერგია თუ კულტურული სიღრმე – იმისთვის, რომ სოციალური დიზაინის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბდეს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.