fbpx

თბილისში ფრანგული პრემიუმ ბრენდის Sandro Paris-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა.


გააზიარე სტატია

საქართველოში ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებას კომპანია “Z&A G” ფლობს. ის არის “ნორკ ჯგუფის“ წევრი, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა.  28 წელზე მეტი უწყვეტი ზრდისა და სრულყოფილებაზე ძლიერი ორიენტაციის წყალობით, ჯგუფმა გამორჩეული ბიზნეს კულტურა ჩამოაყალიბა, დაიკავა წამყვანი პოზიცია ბაზარზე და დღეს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 1,000-ზე მეტი პროფესიონალი  ჰყავს დასაქმებული.

“ნორკ ჯგუფი“ უკვე წლებია თბილისში სხვადასხვა ცნობილ ტანსაცმლის ბრენდს წარმოადგენს. ესენია: Burberry, Polo Ralph Lauren, Santoni, Maje Paris, Sandro Paris და New Yorker-ის მაღაზიათა ქსელი.

Sandro -ს უახლესი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია უკვე ადგილზეა და შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ შოურუმში, რუსთაველის გამზირი #28-ში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.