წიგნის „შემოვლა“ წინასწარი გაყიდვები გრძელდება.
წიგნი ქართველი ხელოვანების კოლექტიური ჟამთააღწერაა, რომელიც გაზეთ „სამასსამოცდახუთში“ 2021-2025 წლებში გამოქვეყნდა. გაზეთმა გააერთიანა 140 ქართველი ხელოვანის დროის ამსახველი ფიქრები, რომლებიც შემდგომში ტრანსფორმირდა და ახალი ფორმით გამოვლინდა წიგნში „შემოვლა“.
მეხუთე წელს მივხვდით, რომ თავისუფალ დინებასთან ერთად შესაძლებელი იყო უფრო სუბიექტური და კონცეპტუალური სელექციის შექმნა, ასევე წიგნი ცვალებად დროში ემიგრაციის ხმასაც აჟღერებს და კავშირს აბამს გერმანიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებთან.
წიგნი გამოიცემა შეზღუდული ტირაჟით — მხოლოდ 300 ეგზემპლარი. პირველი 100 ასლი, რომელიც წინასწარ გაიყიდება, წარმოადგენს დანომრილ, ორიგინალ გამოცემას (Numbered Edition).
ორენოვანი, 240 გვერდიანი წიგნი მზად არის გამოსაცემად. წიგნის წინასწარი შეძენით შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ პროექტის განხორციელებას.
ტექსტების წიგნად შეკვრა ნუცა მეტრეველსა და თემუკა ზოიძეს მივანდეთ. მათ წიგნი დაინახეს არა როგორც ძველი მასალების არქივი, არამედ როგორც ალტერნატიული წყაროებიდან და პირადი სახელოვნებო გამოცდილებებიდან დანახული დროის კონცეპტუალური ჩარჩო. გერმანია საქართველოსთან სოფო ტაბატაძემ დააკავშირა. მან საკუთარი ხედვით შეარჩია გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები ტექსტების დასაწერად. მოვიწვიეთ მთარგმნელების რაზმი – გურამ ღონღაძე, ირაკლი ყოლბაია, ნინო ჩაჩავა და ანა ჭყონია, რომლებმაც საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით მოიტანეს წიგნი ინგლისურ ენაზე მოსაუბრე მკითხველამდე. მოვიწვიეთ ფოტოგრაფი ნესტან აბდუშელიშვილი, რომელმაც შინაგანი კარნახით გადაიღო და შეარჩია თანმდევი ფოტო სერია. მოვიწვიეთ ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული, რომელმაც მოამზადა ისტორიის ფაქტობრივი ნაწილი. და, რა თქმა უნდა, მარი მახარობლიშვილი, რომელმაც საკუთარი კომპეტენტურობითა და დაუღალაობით ყველა შემადგენელ ნაწილს შორის კავშირები გაავლო. დავპატიჟეთ ყველა – 140 მონაწილე ხელოვანი, ვისაც გაზეთისთვის ერთხელ მაინც დაუწერია, რათა არავის ხმა არ დაკარგულიყო.
რედაქტორები: ელენე გაბრიჩიძე, მარიამ კუპრაშვილი, სალომე სორდია.
ტექსტების ავტორები: აკა მორჩილაძე, არიალი, ლუკა აქიმიძე, მარიამ აქუბარდია, თაკო ბაქრაძე, ელენე გაბრიჩიძე, ნიქო გორგილაძე, ანდრია დოლიძე, ნატალია ვაწაძე, მარიამ თვალავაძე, თამარ კალანდაძე, ანა კეზელი, სოფო კობიძე, თინა ლაღიძე, ქეთევან ნადიბაიძე, მარიამ ნატროშვილი, თემო რეხვიაშვილი, გიორგი როდიონოვი, მიშიკო სულაკაური, სოფო ტაბატაძე, ირაკლი ტოკლიკიშვილი, ვახტანგ ქანთარია (Vaqo), ირინა ქურთიშვილი, ელენე შატბერაშვილი, მიხეილ ჩარკვიანი, ანუშკა ჩხეიძე, ზურა ცოფურაშვილი, ანნა ძიაპშიპა, ანა ჭეიშვილი, ალექსანდრე ხარანაული, ნინო ხუროშვილი, ელზა ჯავახიშვილი, ანა რ. ჯაფარიძე, მამუკა ჯაფარიძე.
ციტატების ავტორები: ნესტან აბდუშელიშვილი, ანდრო დადიანი, ანუკა ბელუგა (ანი ცერცვაძე), გიორგი არაბული, დავით აფაქიძე, ტატო ახალკაციშვილი, ანასტასია ახვლედიანი, ლია ბაგრატიონი, რუსუდან ბადრიაშვილი, იოსებ ბაკურაძე, რატი ბარამაძე, ნათია ბენაშვილი, ანკა ბოჭორიშვილი, თამარ ბოჭორიშვილი, სალომე ბუკია, თეკლე გაბელია, მარიამ გაბრიჭიძე (ლევი დენი), ლიზა გაბუნია, გიორგი გელაძე, ზურაბ გიკაშვილი, თორნიკე გოგნაძე, ნანა გოგოლაშვილი, ლეი გრიგოლია, მერაბ გუგუნაშვილი, თამარ გურგენიძე, ნინო დავაძე, ლადო დარახველიძე, თამარ (თათია) დარჩიაშვილი, ელენე დუდუჩავა, თეიმურაზ ერისთავი, ნუცა ესებუა, კოკა ვაშაკიძე, ნაილი ვახანია, თამუსა ზარქუა, ანი ზაქარეიშვილი, ნინო ზირაქაშვილი, ანა თარაშვილი, თეო ბურკი, თინა ატამი, სალომე თინიკაშვილი, ქრისტინე კაკაბაძე, ელენუკა კალავიშვილი, მარიამ კალანდაძე, ნან კალანდაძე, ნატალია კალანდაძე, მარიამ კაპანაძე, ქეთი კაპანაძე, გიორგი კარტოზია, თამა კვანტალიანი, ლაშა კილასონია, მაკა კილაძე, თეკლა კიღურაძე, ალექსანდრე კობერიძე, არჩილ კორძაია, ნელიკო მამუჩაშვილი, მარიამ მეგვინიტე, თეო მასპინძელაშვილი, ილია მახარაძე, მარი მახარობლიშვილი (მახი), გიორგი მახნიაშვილი (მოზგოვოი), ნინო მაღლაკელიძე შიიტსი, მაქსიმე მაჩაიძე, დავით მესხი, ქეუ მეფარიშვილი, ბაქარ მიგრიაული, დიეგო მიქავა, მასუ მწარიაშვილი, გიორგი ნამგალაძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ირინე ჟორდანია, თორნიკე რობაქიძე, მარიამ საკნელაშვილი, ანა სარალიძე, ალექსი სოსელია, კოტე სულაბერიძე, სანდრო სულაბერიძე, ტორესა მოსი (ვახტანგ მოსიაშვილი), დავით ფირცხალავა, თათა ფოცხვერაშვილი, მარი ყალაბეგაშვილი, ლევაუ შველიძე, ანა ჩადუნელი, თამარ ჩადუნელი, ელენე ჩანტლაძე, დავით ჩიხლაძე, თამუნა ჩქარეული, მარიამ ჩხაიძე, თათია ცერცვაძე, ლუკა ცეცხლაძე, გურამ წიბახაშვილი, იოანნა წულაია, ნინო ჭილაშვილი, ნიკა ხაბელაშვილი, ბესიკ ხარანაული უმცროსი, ნოდარ ხაჩიაური, ანა ხმალაძე, დავით ხორბალაძე, ნინი ჯალიაშვილი, ქეთევან ჯანანაშვილი, გვანცა ჯგუშია, ანნა ჯიბლაძე, ირინე ჯიბუტი, კოტე ჯინჭარაძე, გვანცა ჯიშკარიანი, Gertrude Strong, Holy Iguana.
“გვჯერა, ბევრი წყალი რომ ჩაივლის, ეს ჩანაწერები კიდევ უფრო ღირებული გახდება და უნიკალურ არქივად, ისტორიულ რეტროსპექტივადაც იქცევა, რომელიც კონკრეტული ხელოვანების შემოქმედებით პროცესზე ფიქრის გავლით ეპოქის კონტურებს მოხაზავს.”
დარჩენილია 30 დანომრილი გამოცემა!
წიგნის წინასწარ, ონლაინ შეძენა შეგეძლებათ 31 მაისის ჩათვლით, დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.
გამომცემლობა სამასსამოცდახუთი: FB / IG
301 total views, 301 views today




