„ერთი არხი“ – პირველი ქართული მუსიკალური არხი Youtube-ზე
ქართულ მუსიკალურ სივრცეში ახალი პლატფორმა გამოჩნდა – „ერთი არხი“ – პირველი ქართული მუსიკალური არხი Youtube-ზე, რომელიც მთლიანად ადგილობრივ მუსიკასა და თანამედროვე კულტურულ სცენას ეძღვნება. პროექტის მიზანია, მუსიკა მხოლოდ აუდიო გამოცდილებად არ დარჩეს და გადაიქცეს ისტორიად, ემოციად და ვიზუალურ მოგზაურობად, რომელიც არტისტსა და მსმენელს ერთმანეთთან დააკავშირებს.
არხი ხუთ დამოუკიდებელ კონტენტლაინს აერთიანებს, სადაც თითოეულ ფორმატს საკუთარი სტილი და ხასიათი აქვს. მიუხედავად განსხვავებული შინაარსისა, ყველა მათგანს ერთი იდეა აერთიანებს – ქართული მუსიკის თანამედროვე და განსხვავებული ფორმით წარმოჩენა.
„ერთი არხი“ განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ვიზუალურ ესთეტიკაზე, ციფრულ თხრობასა და სოციალურ ქსელებში მუსიკის ახალი ფორმატით გაცოცხლებაზე.
პირველი ქართული მუსიკალური Youtube არხის შესახებ იდეის ავტორს და მთავარ მუსიკალურ პროდიუსერს, მუსიკოს მებო ნუცუბიძეს ვესაუბრეთ.
როგორც მებო აღნიშნავს, მისი მთავარი მიზანი იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ყველა არტისტისთვის იქნება თვითგამოხატვის სივრცე.
მებო ნუცუბიძე: “ერთი არხი” არის პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს პასუხებს ქართული მუსიკალური სივრცის გარშემო არსებულ ყველა შეკითხვაზე. რეალურად, ეს არის არხი 20 წლის მებოსთვის, რომელიც იწყებდა მუსიკას და არ არსებობდა არანაირი პლატფორმა და სივრცე. მინდა, დღეს ახალგაზრდებს არ დარჩეთ იგივე შთაბეჭდილება და იცოდნენ, რომ მათ მუსიკას აუცილებლად მოუსმენს ხალხი.
ერთი აღმოჩენა | DELGMA – Sevdafication
მებო ნუცუბიძე: არხი ამ ეტაპზე 5 გადაცემისგან შედგება – ერთი დღე, ერთი გასეირნება, ერთი აღმოჩენა, ერთი ვერსია და ერთი კონცერტი. ერთ აღმოჩენაში დამწყებ, ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს ვაძლევთ შანსს თავიანთი შემოქმედება მსმენელამდე მიიტანონ; ერთ ვერსიაში მაყურებელი და მსმენელი ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერების ახლებურ ვერსიას მოისმენს, ერთი კონცერტი კი თანამედროვე ქართველი მუსიკოსების გულშემატკივრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას აძლევს, ლაივ სესიებს, სადაც ქრება ზღვარი მუსიკოსსა და მსმენელს შორის. ერთი დღე, რომლის ავტორი და წამყვანიც მე ვარ, ცდილობს ყველა არტისტისთვის საერთო კითხვებზე პასუხების პოვნას, აქ პირადი, შემოქმედებითი კითხვით მივდივარ სტუმართან, რომელიც შეიძლება ეხებოდეს შთაგონების წყაროებს, კომერციულ წნეხს, არტისტის ეგოს ან ტექნიკურ დეტალებს. ეს არ არის უბრალოდ გადაცემა ან მხოლოდ ინტერვიუ – ეს არის გამოცდილების გაზიარება, ფიქრი და პატარა აღმოჩენები, რომლებიც არტისტულ ზრდას განაპირობებს. ერთ გასეირნებაში მაკო მჭედლიშვილი საკუთარი ავტომობილით სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად მათთვის მნიშვნელოვან ქალაქში იმოგზაურებს, აღმოაჩენს ნაცნობი ადგილების არატურისტულ მარშრუტებს და მუსიკოსებთან ერთად გაეხვევა ახალ აღმოჩენებსა და თავგადასავლებში.”
„ერთი არხი“ მხოლოდ მუსიკალური პლატფორმა არ არის, ეს არის სივრცე ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის და ქართული მუსიკის თანამედროვე კულტურულ კონტექსტში გააზრებისთვის.
“ერთი არხის” Youtube-ზე გადაცემები ყოველ ხუთშაბათს აიტვირთება და მაყურებელი უფრო მეტს შეიტყობს ნაცნობ მუსიკოსებზე, მათ ცხოვრებაზე, აღმოაჩენს ახალ მუსიკოსებს, მოისმენს ახალ სიმღერებს, ძველი სიმღერების ახალ ვერსიებს და კონცერტებს.
“ერთი არხის” შემოქმედებითი ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორია ლევან ბაბუციძე, ხოლო არხის ფროდაქშენ კომპანია Fire Production-ია, არხის გადაცემების მუსიკალურ პროდიუსინგს ჰეიმა ფროდაქშენი აკეთებს, პარტნიორი სააგენტო კი – Playmakers-ია.
არხის გენერალური პარტნიორია თიბისი.
ნახეთ “ერთი არხის” ყველა სოციალური ქსელი ერთ ბმულზე.





