კლუბი Lost ლონდონელებს „ბინდისფერია სოფელით“ დაემშვიდობა
ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კლუბი ისეთივე მოულოდნელი ივენთით დაიხურა, როგორიც ეს სივრცე მთელი 8 თვის განმავლობაში იყო. ბოლო დღის ბილეთები რამდენიმე წამში გაიყიდა. გახსნიდან 15 წუთში ლოსის კარები დაიხურა, თუმცა ხალხის დიდი ნაწილი გათენებამდე შენობასთან იდგა, იმ იმედეით, რომ შიგნით მოხვდებოდა.
ლოსთმა შექმნა უნიკალური კომბინაცია – რეივი ელეგანტურ სივრცეში. ლოსთის იდეა ნიუ ორკის Studio 54-ის გააცოცხლება და იმ მაგიური გარემოს დაბრუნება იყო, რომელიც მხოლოდ სოციალური მედიის ერამდე არსებობდა. ლოსთის შესასვლელში, სპეციალურ ჩანთაში ინახება სტუმრის მობილური და ის მხოლოდ გასასვლელში, მას შემდეგ იხსნება, რაც სტუმარი ტერიტორიას ტოვებს. კლუბში დღის ლაინაფი მხოლოდ ადგილზე, დაფაზე წერია და შესვლილსას არ იცი რა დაგხვდება. თან ყველაფერი ძალიან სინემატოგრაფიულია მაგრამ, ფოტოს ვერ გადაიღებ და ინსტაგრამზე ვერ დადებ.
კლუბის დამაარსებელი ფაბიენ რიგალის შექმნილია ლონდონის საიდუმლო კინოთეატრები, სადაც ზოგ სცენაში მსახიობები შემოდიან და მაყურებელთან ინტერაქცია იწყებენ. თავიდან ლოსთიც საიდუმლო იყო. მისი პოპულარიზაცია პრინციპულად არ ხდებოდა, იქ მარტო ის ხალხი დადიოდა, ვინც ლოსტის შესახებ მეგობრისგან იგებდა. შედიხარ კლუბში, მობილური არ გაქვს, ადრე თუ გვიან მართლა კარგავ მეგობრებს, მათ ვერ უკრეკავ …. და … ლოსთში იკარგები.
ბოლო ღამე
დახურვის ღამეს სივრცეში ძლიერი მოლოდინის განცდა იყო. სტუმრები დაფას უყურებდნენ, სადაც ბოლო სლოტს უბრალოდ “finale” ერქვა. რატომ ეწერა Anman and Friends ლოსთის დაფაზე, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა.
The Dare-ის სეტის დროს სცენაზე გამოჩნდნენ Charli XCX, George Daniel, Olivia Rodrigo და როდესაც ღამემ პიკს მიაღწია, მოულოდნელად ქართული სიმღერა გაისმა. Anman ანამარია ბურდულია Friends კი ლონდონის ქართული სიმღერის გუნდი ‘იმანო’. ტექნო მუსიკის მერე, ყველასათვის მოულოდნელად, მათ ‘ლალე’ შემოძახეს და ლოსთი რამდენიმე წუთით დაიბყრეს. ‘მგზავრულის’ და ‘ბინდისფერია სოფელის შემდეგ’, სცენაზე ფაბიენ რიგალი ავიდა და იმაზე ილაპარაკა, რომ მუსიკოსები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდენენ, ადამიანური ურთიერთობები და ხელოვნება ტექნოლოგიებს არ უნდა გადავაბაროთ. ხალხის ნაწილი ამას ტაშით შეხვდა, თუმცა ზოგი მუსიკას და ტექნოლოგიური პრობლემების დავიწყებას ითხოვდა.
ანამარია ბურდული
‘იყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ დახურულიყო ეს სივრცე და რამდენიმე დღით ადრე მე მთხოვეს ქართული პოლიფონია შემეზავებინა კლუბურ სეტთან.
ქართული სიმღერა კლუბში ძალიან მოულოდნელი იყო. რეპეტიციის დროც არ გვქონდა, ამიტომ უცებ შევარჩიეთ ‘ლალე’ და ‘მგზავრული’ რომ ჯგუფ ‘იმანო’-ს წევრებთან ერთად გვემღერა. თამთა თურმანიძის დაარსებული ეს კოლექტივი
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს შეიქმნა. ლონდონელმა ქართველებმა ერთად სიმღერა ჯერ ანტი-სამთავრობო პროტესტის დროს დაიწყეს, მერე რეპეტიციები გააგრძელეს, გუნდი შეკრეს და ‘იმანო’ დაირქვეს.
‘იმანო’ ერთგვარი თამაშია, თან კუთხური კილოკავის სილამაზეს უსვამს ხან, თან იმას ეხმაიანება, რომ ემიგრანტებს უსამშობლოებს ეძახიან, ხმის უფლებას ართმევენ და თითქოს იდენტობას ართმევენ. შეიძლება ვიღაც ჩინოსანისთვის ‘იმანო’ იყოს უსახელო ემიგრანტი, მაგრამ სინამდვილეში არანაირი დისტანცია არ აუფერულებს საკუთარ ფესვებთან კავშირს.
ჰარალე, ოდილაო დელას გაგონება დიჯეის სტენდიდან ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ სიურპრიზები აქ არ დამთავრდა. სულ ბოლოს მე და ჩემ მეგობარ მუსიკოსს ჯორდი გრიპს უნდა დაგვეხურა კლუბი ბაგსი მალოუნის სიმღერით. ეს ნომერი ნახევარი საათით გადაიდო და ჯორდის ეგონა რომ პროგრამიდან ამოვიღეთ. მაგრამ დახურვის დრო იყო, ამიტომ მე და პიანისტმა აკუსტიკურად შევასრულეთ. ფაბიენს რო ვუხსნიდით, გაგვაჩერა და გვითხრა, რომ პირიქით ასეთი სპონტანური და არეული უნდაა ყოფილიყო დახურვა და ძალიან კარგი გამოვიდაო.’
კიდევ დიდი ხანი იქნება მსჯელობა იმაზე, Lost-ის ექსპერიმენტი უბრალოდ ერთი ადამიანის ახირება იყო ტექნოლოგიის წინააღმდეგ, თუ რაღაც უფრო სერიოზული მცდელობა. თუმცა Lost-ი იყო ბოლო დროის საუკეთესო კლუბი, რომელმაც უტოპია, რეივი და ესთეტიკა ერთ სივრცეში გააერთიანა.
21 total views, 21 views today




