fbpx

პირველი ბიზნეს ლაუნჯი Visa-ს მხარდაჭერით უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია: ადგილი, სადაც თანამედროვეობა ისტორიას ერწყმის


გააზიარე სტატია

ფოტოები: მარინა კარპი 

 

ქუთაისი, დასავლეთ და აღმოსავლეთ სამყაროების დამაკავშირებელი ეს უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი, უკვე საუკუნეებია, რაც დედამიწის ყველა კუთხიდან იზიდავს მოგზაურებს. ის, ამასთან, არის ადგილი, საიდანაც ადამიანები ახალ სამოგზაურო მიმართულებებს ირჩევენ, ახალ ისტორიას ქმნიან და უცხო ქვეყნებს სტუმრობენ. 

არგონავტების კოლხეთში სტუმრობისა და მედეას მითმა დაუმკვიდრა ქუთაისს, კაცობრიობის ამ ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ ცენტრს, მსოფლიოს რუკაზე კუთვნილი ადგილი და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს კი ქუთაისი თავის ისტორიულ როლსა და მოვალეობას საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით აგრძელებს.  ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იწყებს მოგზაურობას ქუთაისიდან და ასევე ათასობით ადამიანი პირველად ეცნობა საქართველოს. მოგზაურობის სწორედ ამ საუკუნოვანი გამოცდილების გასაუმჯობესებლად 29 მაისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Visa-ს მხარდაჭერით ახალი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა. 

ლაუნჯის დიზაინი თანხვედრაშია Visa-ს ბრენდის იდენტობასთან, რომელიც თანამედროვე, მინიმალისტური სტილით გამოირჩევა. ამ ესთეტიკაში ბუნებრივადაა ინტეგრირებული ადგილობრივი, ისტორიული მემკვიდრეობა: ლაუნჯის კედლებზე არგონავტების თქმულებებიდან გადმოტანილი შუქ-პროექციები ქალაქსაც უნარჩუნებს თავის უნიკალურ იდენტობას. 

ბიზნეს ლაუნჯი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პირველ და მეორე სართულზე, ჯამში 270 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ეს მულტიფუნქციური სივრცე მოსასვენებელ, სამუშაო, საბავშვო და კვების ფუნქციურ ზონებად არის დაყოფილი, მეორე სართულის ნაწილი კი „თიბისი კონცეპტის“ სივრცეს ეთმობა. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ვიზიტორებმა კომფორტულ და მრავალფუნქციურ გარემოში შეძლონ დროის გატარება, რაც მათი მოგზაურობის ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს. 

ახალი ბიზნეს ლაუნჯი, სადაც პრემიუმ ხარისხის მომსახურება მშვიდ და მყუდრო გარემოში შეგიძლია მიიღო, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ხელს შეუწყობს საქართველოს, იქცეს რეგიონულ სამოგზაურო ჰაბად. ქვეყნის ტურიზმის სექტორისა და სამოგზაურო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება Visa-ს სტრატეგიული ხედვის ნაწილია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსგავსი ინოვაციები, რომლებიც მოგზაურობას არა მხოლოდ ამარტივებს, არამედ სასიამოვნო გამოცდილებადაც აქცევს. 

საქართველოში გაცემული Visa-ს პრემიუმ ბარათების: Visa Platinum-ის, Visa Signature-ისა და Visa Infinite-ის მფლობელებს ლაუნჯში შესვლა წინასწარ განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის ფარგლებში უფასოდ შეეძლებათ. 

ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უმეტესად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ემსახურება, მაგრამ Visa-სთან თანამშრომლობა პრემიუმ სეგმენტის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რაც ქვეყანაში მეტ ბიზნეს-მგზავრს მოიზიდავს. შედეგად, Visa-ს მხარდაჭერით გახსნილი ბიზნეს ლაუნჯი ქუთაისს, როგორც მოგზაურთა დამაკავშირებელ ცენტრსა და ისტორიულ ქალაქს, შესაძლებლობას აძლევს, თავისი უნიკალური იდენტობის დაუკარგავად გააგრძელოს განვითარება და მილიონობით ახალი სტუმრის მიღება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.