fbpx

  Kordz x თამრიკო კორძაია ახალი ალბომის პრემიერა Find Me


გააზიარე სტატია

16 ივნისს ქართველმა მუსიკოსებმა Kordz და თამრიკო კორძაიამ, პირველი ერთობლივი ალბომი, Find me  გამოუშვეს. ალბომი, ყველასათვის საყვარელ, ხელოვნებათმცოდნე მანანა კორძაიას ეძღვნება.

ალექსნადრე კორძაია ალბომზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა და 2025-ში მუსიკას სრულიად სხვა და სხვა ადგილებში ქმნიდა, თბილისში, ციურიხსა და ტოგენბურგში, როგორც თამრიკო ამბობს, ყოველი კომპოზიციის ავტორი თვითონ ალექსანდრეა, ხოლო პატარ-პატარა იდეები და ჩართვები კი, უკვე მას ეკუთვნის. Find Me – ს გერმანული ლეიბლი PRRRRRRR Records გამოსცემს.

 Find Me

“ჩვენ ყოველთვის ვეძებთ საკუთარ თავს, სხვებს, ან ვიღაც გვეძებს ჩვენს. მუსიკაც ეძებს მათ, ვინც უკრავს და უსმენს. ასე ვიპოვეთ ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ კავშირები უკვე არსებობდა”

დედა და შვილი ერთი და იგივე გვარს ატარებენ, მაგრამ განსხვავებულ კლავიშურ ინსტრუმენტებზე უკრავენ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთად ასრულებდნენ მუსიკას, აქამდე არასდროს უმუშავიათ როგორც დუეტს და არასდროს ჩაუწერიათ რაიმე ერთად. Find me – მათი პირველი ერთობლივი პროექტია, რომელიც მოგვითხრობს საკუთარი თავის ძიებისა და საქართველოში მიმდინარე მწვავე პროცესებზე და ფილმზე, რომელიც არასდროს გადაღებულა. ყოველი კომპოზიცია არარსებული ფილმის საუნდტრეკია, რომელიც თან გასდევს პროტესტებს, დემონსტრაციებსა და მასში მონაწილე მოქალაქეებს, სვამს კითხვებს “როგორი ვიქნებოდი, 1997 წელს საქართველო, რომ არ დამეტოვებინა?” “როგორ ვიქნებოდი საქართველოში, რომ არ დავბრუნებულიყავი?”. ტრეკის სახელებიც კი, ერთგვარი თხრობის ძაფებს ქმნიან: Family Love, 13 Years  და მთავარი ნამუშევარის სათაური Find Me.

ალბომის მუსიკაში იგრძნობა ნოსტალგია საბჭოთა კინოს მიმართ, ფილმების მიმართ, რომელთა მხოლოდ მუსიკალური გაფორმება გვახსოვს. ნოსტალგიურ განწყობას კლასიკური და ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის შერწყმა ქმნის. ზღვარი ძალიან ფაქიზია, ის ერთდროულად გულწრფელი და მარტივია, ბანალური და ამაღელვებელია.

სემ ხათამის (ლეიბლის პროდიუსერის) იდეა იყო, ყოველ თვე თითო ტრეკი გამოსულიყო თანხლებ ვიზუალურ მასალასთან ერთად და პროცესი დეკემბერში დაიწყო. 16 ივნისს კი პროექტი სრულიად გამოიცა LP-ის სახით, სანოტო მასალებითა და ვიზუალით.

 

ალბომს შეგიძლიათ მოუსმინოთ და გამოიწეროთ ბმულებზე:

https://on.soundcloud.com/tamro

 

Making of “Find Me”

 

Find Me Video Tete Noise/ Sandro Chinchaldze

 

Meine Freunde Umbrella by  Sophie Krayer

 

Family Love Pt.2 Video by Zaza Rusadze

 

Melancholic Theme Video by Nika Machaidze

 

Family Love Part 1 Video by Anano Bakuradze


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.