„ხმა, რომელიც ქალაქში იკარგება“ – PROJECT : TSAVKISI & ლევან შანშიაშვილი
როდესაც ქალაქის მუდმივი მონოტონური ხმაურიდან ბუნებაში ვინაცვლებთ, რადიკალურად იცვლება აკუსტიკური ფონი და აღმოვაჩენთ, რომ სიმშვიდე არ არის ხმის არარსებობა, არამედ ეს არის ბუნების იმ ორგანული, ცოცხალი ხმების ერთობლიობა, რომლებიც ადამიანის ფსიქიკისთვის ყველაზე ბუნებრივ თერაპიულ ელემენტს წარმოადგენს. ამ იდეის მუსიკალურ თარგმანს ვხედავთ იმ კოლაბორაციაში, რომელიც არტისტმა ლევან შანშიაშვილმა და დეველოპერულმა კომპანია Milestone-მა შექმნეს. არტისტმა წავკისის ბუნებაში ჩაიწერა სხვადასხვანაირი ხმები – მცენარეების, ხეების, ფოთლებისდა მათი ვიბრაციული ველების აკუსტიკით შექმნა ემბიენთ-ტრეკი, შთაგონებული უნიკალური ლანდშაფტით. არტისტის მიერ შექმნილი მუსიკალური რუკა ასახავს ერთიანობისა და ინდივიდუალობის ბალანსს.
ხმა, რომელიც ქალაქში იკარგება.
PROJECT:TSAVKISI -ის ხმოვანი ინტერპრეტაცია შეიქმნა ტერირორიაზე არსებული მცენარეებისგან აღებული ბიო ელექტრო იმპულსებით.
„ყველა ეს ხმა, საბოლოოდ, ერთ სრულ კომპოზიციას ქმნის, რომელიც ბუნებასთან გვაკავშირებს.“ – ლევან შანშიაშვილი, ექსპერიმენტული აუდიო არტისტი
პროექტი : წავკისი
ლევან, შეგიძლია გვიამბო, PROJECT : TSAVKISI-სთან შენი თანამშრომლობა რით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი?
პროექტი : წავკისის და ჩემი თანამშრომლობა განსაკუთრებული ხასიათისაა, პირველად ხდება პრაქტიკაში, როდესაც საქართველოში ჩემს ხედვასა და კომუნიკაციის ფორმას იზიარებს სხვაც და ეს კოლაბორაცია ძალიან დადებითი, სასიამოვნო და ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი მესიჯის მატარებელია.
საერთოდ როგორია შენი საქმიანობა? რით გინდა ადამიანები გიცნობდნენ?
მუსიკოსი, საუნდ-არტისტი, საუნდ-დიზაინერი და მულტიდისციპლინური არტისტი, თუმცა ამ სტატუსებს მირჩევნია ხალხმა მუსიკას მოუსმინოს, უფრო მეტს შევძლებ მათ ამ ფორმით გავუზიარო, ვიდრე სიტყვებით. ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა უკავშირდება მცენარეების მუსიკას და მოდულარულ სინთეზს, თუმცა პროექტები, რომლებსაც ვაწარმოებ, მოიცავს შინაარს, ვიზუალს, ხმას და საერთო ჯამში პროექტის ისტორიულ მომენტად გადაქცევას, რომელიც თანამედროვეობის, ტექნოლოგიების გათვალისწინებით იმოგზაურებს დროში.
გამოდის, შენი ჰობი შენს საქმედ აქციე?
ჩემი ჰობი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ჩემთვისვე: იმით, რასაც ვქმნი, ადამიანებს ეცვლებათ ყოველდღიურობა, ხასიათი, ცხოვრება, რეალობა, ვიზუალი. სიტყვები – „საქმე“, „მუშაობა“ ამოღებული მაქვს ლექსიკონიდან, შესაბამისად, ყველაფერს ვცდილობ გავაკეთო სიამოვნებით, როგორც ჰობის უთმობს ადამიანი დროს უპირობოდ, ზუსტად ისე. შედეგად გამოდის ჯადოსნური რეალობა, რომელშიც მეც მომწონს ყოფნა და მათაც, ვისაც აქვს საშუალება იმოგზაუროს ბუნებისა და მუსიკის მშვიდ, ღრმა და ახალი ინფორმაციით მოცულ გარემოში. ჰობი: განუმეორებელი მომენტების შექმნა და შეგროვება, საქმე: მათი სამყაროსა და ხალხისთვის გაზიარება.
რა შეიქმნა თქვენი კოლაბორაციის შედეგად?
წავკისის პროექტისთვის მუსიკალური ნაწარმოები და აუდიო სემპლები შეიქმნა, ტერიტორიაზე არსებული რამდნეიმე სახეობის ხის, მცენარისა და ბუჩქებისგან აღებული ბიო ელექტრო იმპულსებით. ყველა ადგილს თავის ხასიათი აქვს, ყველა მცენარეს ინდივიდუალური იმპულსი. პროცესი არის სინთეზი: ბუნების, ტექნოლოგიის და ადამიანის. შედეგი არის მუსიკა, ნაწარმოები, ერთ-ერთი საკომუნიკაციო ენა, რომელიც მხოლოდ ყურადღებას და მოსმენას მოითხოვს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 7 ინდივიდუალური აუდიო სემპლი ქვემოთ ჩამოთვლილი მცენარეების იმპულსებით (ნეკერჩხალი, იფანი, კუნელი, რცხილა, ფიჭვი, ველური ორქიდეა, კლდის ვარდი) და 2 ძირითადი ნაწარმოები მუხის და ბალახის/მინდვრის იმპულსებით.
შენ თავად რატომ იცხოვრებდი PROJECT : TSAVKISI-ს მიერ შექმნილ დასახლებაში?
ადგილი ერთი სიტყვით – ჯადოსნურია, ჯადოსნურ ადგილას ნამდვილად ვისურვებდი ცხოვრებას.
კომპანია მაილსთოუნი წავკისში ექსკლუზიურ პროექტის ქმნის. ტყეში ჩაფლული ინდვიდუალური მიწის ნაკვეთები წავკისის განაპირას მდებარეობს, უნიკალური ხედებით თბილისზე. დახურული კომუნის ერთიან იერსახეს კარგად გააზრებული არქიტექტურული გადაწყვეტები ქმნის. პროექტი საერთო სარგებლობის სოციალურ და გასართობ სივრცეებს მოიცავს და გააჩნია პირდაპირი წვდომა უნიკალურ ტყესთან.
387 total views, 387 views today



