fbpx

Kenkra Studio-ს პირველი ღია შერჩევა: 5 მონაწილე და 6 სრულად დაფინანსებული სესია ნატურიდან ხატვაში


გააზიარე სტატია

კენკრა დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა სფეროში წამყვან პროფესიონალებთან და ერთად ქმნის კურსებს, ვორქშოპებს, ლექციებს, საუბრებსა და მასტერკლასებს, სადაც პროფესიული გამოცდილება ცოცხალ სასწავლო პროცესად იქცევა.

კენკრას მიზანია, ეტაპობრივად შექმნას სრულად დაფინანსებული სასწავლო პროგრამები იმისთვის რომ ნიჭიერმა და მოტივირებულმა მონაწილეებმა სწავლაზე წვდომა კონკურსის საფუძველზე შეძლონ.

ამ იდეიდან დაიწყო კენკრა სტუდიის პირველი ღია შერჩევაც. სანამ კენკრა სპონსორებსა და მხარდამჭერებს დაუკავშირდებოდა, სტუდიამ გადაწყვიტა, საკუთარი რესურსით გამოეცხადებინა Open Call ნატურიდან ხატვის პრაქტიკული სესიებისთვის.

პრაქტიკული სესიები 30 მაისს დაიწყო.

ღია შერჩევის შედეგად პროგრამაში 5 მონაწილე ჩაერთო. მათ 6 სრულად დაფინანსებულ, პრაქტიკულ სესიაში მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეებისთვის სრულად დაფინანსდა როგორც სესიებში, ისე ნატურიდან ხატვისთვის საჭირო სამხატვრო მასალა. 

ექვსივე შეხვედრა, ნატურიდან ხატვის პრაქტიკას დაეთმო, ქალი და კაცი მოდელების მონაწილეობით. სამუშაო პროცესი ადამიანის ფიგურის უშუალო დაკვირვებას, აგებას, პროპორციების გააზრებას, ტონალურ დამუშავებასა და ფორმის ანალიზს მოიცავდა.

ეს იყო კენკრას პირველი სრულად დაფინანსებული სასწავლო ფორმატი. შემდეგი ნაბიჯი ამ მიმართულების გაგრძელება და პარტნიორებთან ერთად უფრო მდგრად პროგრამად ჩამოყალიბებაა. 

პროგრამას უძღვებოდა ირაკლი გაბეცაძე – მხატვარი, გრაფიკოსი, პორტრეტისტი, ოფორტის ტექნიკის ოსტატი, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით. მისი ნამუშევრები იფინება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.

352 total views, 82 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.