უცნობი აფთიაქების სევდა – მარიამ სოსელიას და გიორგი კეკელიძის ფოტო-ლიტერატურული სერია
ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ საქართველოს ისტორია ძირითადად მეფეების და ომების ისტორიაა, სადაც ნაკლებად ჩანს ყოველდღიურობა, გარემო და ხალხი. ამ მხრივ დანაკლისი არათუ შორეულ წარსულში, დღესაც კი შესამჩნევია და ხვალ შეიძლება უამრავი ადგილი, რომელიც ეპოქას ასახავდა და მისი ნიშანი იყო – აღარ შემოგვრჩეს. ასეთია ძველი, არაბრენდული აფთიაქებიც, რომელიც სხვადასხვა ქართული ქალაქისა და სოფლის ყოფის აუცილებელი შემადგენილი ნაწილი იყო. მათი ფოტოების შემონახვა, რომელსაც დართული ტექსტი უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის, ამ მეხსიერების შემონახვის და კვლევის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
„სიმშვიდე უმეტესად ადამიანების საოცნებო მდგომარეობაა, თითქოს მიუღწეველი,მაგრამ თან ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ადგილებს, თავის წილ სიმშვიდეს სწორედ აფთიაქები სძენენ, ამიტომაც გადავწყვიტეთ იმ არაბრენდული აფთიაქების აღბეჭდვა, რომლებიც ადამიანების ტკივილის მოსაშუშებლად იხსნებიან და იკეტებიან“. – მარიამ სოსელია, იდეის ავტორი და ფოტოხელოვანი.
„ეს აფთიაქები, უკანასკნელი მოჰიკანები არიან და მანამდელი ეპოქის ერთადერთი ნიშნები. ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დგანან და ადგილობრივებისთვის ნაცნობი ადგილები არიან, ნაცნობი და მშობლიური. ეს ფოტოები და ტექსტები მათ ერთმანეთს და დანარჩენ ქვეყანას გააცნობს. ჩვენი მიზანიც ეს არის“.
გიორგი კეკელიძე, მწერალი
433 total views, 433 views today













