„ისთ ფოინთმა” INGOROKVA-სთან კოლაბორაციით, საზაფხულო ჩანთების ლიმიტირებული სერია გამოუშვა
„ისთ ფოინთი“ ტრადიციულად აგრძელებს გამორჩეულ ქართულ ბრენდებთან კოლაბორაციას. 2026 წლის ზაფხულის მე-10 სეზონის ფარგლებში, „ისთ ფოინთმა“ ქართულ ბრენდ INGOROKVA-სთან თანამშრომლობით ჩანთების ახალი, ლიმიტირებული სერია გამოუშვა.
კოლაბორაციის ფარგლებში სამი განსხვავებული ფერის ჩანთა შეიქმნა. წლევანდელი სერია იდეალურად აბალანსებს ყოველდღიურ, პრაქტიკულ სტილს, რომელიც არის თანამედროვე და ფუნქციური. კოლექციის ფერთა პალიტრა შთაგონებულია ზაფხულის ბუნებრივი, თბილი ტონებით. ჩანთები დამზადებულია მსუბუქი და რბილი მასალით, რაც მათ იდეალურ თანამგზავრად აქცევს როგორც ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ისე საზაფხულო მოგზაურობებისთვის.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში წარმატებული კოლაბორაციები უკვე შედგა ისეთ ქართულ ბრენდებთან, როგორებიცაა: DALOOD, LIYA, TATUNA, CHUBIKA, DATUNA SULIKASHVILI, MATÉRIEL, KEBURIA, PLASTICWATCHER და ANOUKI.
20 ივლისიდან, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იშოპინგონ „ისთ ფოინთის“ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში, ხოლო ჯამში 500-ლარიანი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, საჩუქრად მიიღონ EAST POINT X INGOROKVA-ს ახალი, ლიმიტირებული კოლექციის ჩანთა, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული მოდელი მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი.
ამ ყოველწლიური საზაფხულო კამპანიით „ისთ ფოინთი“ განსაკუთრებულ საჩუქარს უკეთებს თავის მომხმარებლებს – აძლევს მათ შესაძლებლობას შოპინგი კიდევ უფრო სასიამოვნო პროცესად აქციონ და საკუთარ გარდერობს ქართული დიზაინის ექსკლუზიური და ლიმიტირებული ნივთი შემატონ.





