fbpx

AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს: „ON THE EDGE – შემოქმედებითი წინააღმდეგობის საერთაშორისო ფესტივალი“


გააზიარე სტატია

©Photo: AD BLACK SEA

 

ბათუმში, 10-12 სექტემბერს, სასტუმრო შერატონშიკრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2026-ის მე-10 საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. წელს ფესტივალი 10 წლის ისტორიას აღნიშნავს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თავის სტრატეგიულ როლს – იყოს მთავარი პროფესიული ხიდი, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე კრეატიულ ინდუსტრიებს, საერთაშორისო სააგენტოებსა და სფეროს ლიდერებს აერთიანებს.

უკვე 10 წელია, რაც Ad Black Sea რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური თავშეყრის მთავარ ადგილად იქცევა, სივრცედ, სადაც დარგის წარმომადგენლები პროფესიულ გამოცდილებას იღრმავებენ და გლობალურ ტენდენციებს ეზიარებიან. იუბილეზე ფესტივალს 1500-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი, მსოფლიოს სხვა და სხვა ქყვენყიდან ესტუმრება. მათ შორის იქნებიან: სააგენტოების ხელმძღვანელები, კრეატიული დირექტორები, მარკეტერები, დიზაინერები და ტექნოლოგიური ინოვატორები.

“ON THE EDGE: Festival of Creative Resistance” – ასე ჟღერს 2026 წლის საიუბილეო ფესტივალის მთავარი თეგლაინი. წლევანდელი კონცეფცია კრეატივს საკუთარ “ზღვარზე” განიხილავს, სადაც ორიგინალური აზროვნება, მკაფიო კომუნიკაცია და შემოქმედებითი ოსტატობა გლობალური გამოწვევების ფონზე კულტურული და პროფესიული წინააღმდეგობის მთავარ იარაღად ყალიბდება. საქართველო, თავისი უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობით, ბუნებრივად გამოხატავს „ზღვარზე“ არსებობისა და შექმნის იდეას, ბათუმი კი ზუსტად ის ადგილია, სადაც დასავლური სტრატეგიული აზროვნება და აღმოსავლური შემოქმედებითი ენერგია ერთმანეთს ისტორიულად ერწყმის.

„ზღვარზე ცხოვრება, შექმნა და ბრძოლა, დღეს მხოლოდ მეტაფორა აღარ არის – ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე ღირებული და გარდამსახველი კრეატიული ნამუშევრები იბადება. 10 წლის განმავლობაში AD BLACK SEA იყო და რჩება პრინციპული და ზოგჯერ რადიკალური კრეატივის თავშესაფრად. წელს ჩვენ ვიწვევთ რეკლამის, დიზაინისა და მონათესავე სფეროების გლობალურ საზოგადოებას, რათა ჩვენთან ერთად დადგნენ ზღვარზე, იზეიმონ გაბედული იდეები და ხელახლა განსაზღვრონ, თუ რა საზღვრების გარღვევა შეუძლია კრეატიულ ინდუსტრიას,“- ამბობს ვატო ქავთარაძე, ფესტივალის პრეზიდენტი.

ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, საერთაშორისო კონკურსიც იმართება. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ერთმანეთს 13 ძირითად კატეგორიაში შეეჯიბრებიან (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, ფილმი და სხვა). კონკურსანტებს 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეული, 30-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი შეაფასებს. გამარჯვებულის ნამუშევრები მოხვდება ისეთ გლობალურ რეიტინგებში, როგორიცაა The One Club Global Creative Rankings.

წლევანდელ სპიკერებს შორის კი იქნებიან:

  • დევიდ დროგა (David Droga): Accenture-ის საბჭოს ვიცეთავმჯდომარე. ინდუსტრიის ერთერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ფიგურა. გლობალური კრეატიული ლიდერი, რომლის მიერ დაარსებულმა სააგენტომ Droga5-მა სარეკლამო ინდუსტრიის სტანდარტები სრულიად შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით შექმნილი კამპანიები ყოველთვის შემოქმედებითი გამბედაობით გამოირჩევიან. ბიზნეს შედეგების მიღწევასა და ყველა წამყვანი სარეკლამო ფესტივალების გამარჯვებასთან ერთად კი, ის თანამედროვე კულტურის ნაწილად იქცა.
  • სინდი გელოპი / Cindy Gallop:  MakeLoveNotPorn-ის დამფუძნებელი და CEO, BBH-ის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, TED-სპიკერი და კონსულტანტი. სინდი გელოპი ცნობილია თავისი უშიშარი მიდგომით ბიზნესსა და კრეატივში. იგი აქტიურად იბრძვის ინდუსტრიაში მამაკაცთა დომინირების შემცირებისათვის და მხარს უჭერს მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას, ამიტომაც Cannes Lions-მა იგი Glass Lion-ის, ინკლუზიურობისკენ მიმართული კამპანიების ჯილდოს ჟიურის პირველ პრეზიდენტად აარჩია. 
  • ნატაშაჯენი (Natasha Jen): Pentagram New York-ის პარტნიორი, დიზაინერი და მკვლევარი.

ნატაშას კლიენტებს შორის არიან მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური, კულტურული და სამომხმარებლო ბრენდები, როგორებიცაა: Google, Nike, MIT Media Lab, Reddit და სხვა. მისი ნამუშევრები ტექნოლოგიისა და კულტურის გადაკვეთის წერტილში იქმნება და გამოირჩევა გრაფიკული, ვერბალური, ციფრული და სივრცითი დიზაინისადმი ინოვაციური მიდგომით.

  • მინეა გეორგიუ /( Mihnea Gheorghiu): Le Pub-ის გლობალური Chief Creative Officer (CCO).

კარიერა დაიწყო რუმინეთში, 2017 წელს კი Publicis Milan-ში გადავიდა და DIESEL-ისა და Heineken-ის ბრენდების გლობალური კომუნიკაცია ჩაიბარა, მინეა დღესაც აგრძელებს მათთვის ლეგენდარული კამპანიების შექმნას. მისი ხელმძღვანელობით Le Pub Milan სააგენტოების ყველაზე პრესტიჟული WARC-ის რეიტინგის მიხედვით 2022, 2023 და 2026 წელს მსოფლიოს საუკეთესო სააგენტოდ დასახელდა. 

  • კატალინ დობრე (Catalin Dobre): McCann Worldgroup Romania-ს CCO & Co-CEO. მრავალი ჯილდოს მფლობელი და კრეატიული ლიდერი, რომელმაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი გლობალურ ასპარეზზე გაიყვანა.
  • იოჰანა იასკოვსკა (Johanna Jaskowska): ვიზუალური არტისტი და კრეატიული ტექნოლოგი; AR-ის (ე.წ.გაფართოებული რეალობის) და ციფრული ხელოვნების ერთ-ერთი პიონერი

საკონტაქტო დეტალები: press@adblacksea.com

+995 599 226579

adblacksea.com

136 total views, 136 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.