fbpx

რა სიახლე გველის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში


გააზიარე სტატია

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 19-26 სექტემბერს გაიმართება. ტრადიციული მუსიკალური საღამოების პარალელურად წელს ფესტივალი საკმაოდ დატვირთულ კულტურულ პროგრამასაც სთავაზობს სტუმრებს. 

 

ფესტივალს დაემატა ახალი კომპონენტი „მუსიკა+“, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართება: 

19 სექტემბერს, 18:00 საათზე თელავის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ფოიეში მხატვარ ანა კალატოზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

22 სექტემბერს, 13:00 საათზე თელავის ისტორიულ მუზეუმში მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის „ივანე ჯავახიშვილის“ ჩვენება მოეწყობა.

23 სექტემბერს, 17:00 საათზე თელავის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მცირე დარბაზში ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „ბლეზი“. 

24 სექტემბერს, 15:00 საათზე თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართება შეხვედრა ლევან გაბრიაძესთან და ფილმის „ჰარი-ჰარალე დედაო!“ ჩვენება

25 სექტემბერს, 16:00 საათზე თელავის ისტორიულ მუზეუმში ნაჩვენები იქნება ლანა ღოღობერიძის ფილმი „დედა-შვილი… ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“. 

ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართება „საუბრები მუსიკაზე“ – წელს მოწვეულია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის დირექტორი მარინა ჩიხლაძე.

2026 წელს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში მსმენელის წინაშე წარდგებიან:

  • ელისო ვირსალაძე
  • ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო)
  • დავით ხრიკული (ფორტეპიანო)
  • საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, მთავარი ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე
  • თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სინფონიეტა
  • გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და მოწვეული უცხოელი მუსიკოსები
  • დირიჟორი არიელ ცუკერმანი
  • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები

როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ჩატარდება მასტერკლასები. გიორგი ქობულაშვილი, ელისო ვირსალაძე და სერგეი ვორონოვი გამართავენ ღია შეხვედრებს ახალგაზრდა მუსიკოსებთან. 

ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფესტივალის პარტნიორი: მაგთიკომი.

ფესტივალის მხარდამჭერები: თელავის მუნიციპალიტეტის მერია; STEINWAY&SONS; თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი; თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი; თელავის ისტორიული მუზეუმი; ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი; სასტუმრო „თელა“; სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თელავი“; კაფე „გიშერი“.

მედია პარტნიორები: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; რადიო „ფორტუნა“; AT.ge

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა და პროგრამის ნახვა შესაძლებელია ონლაინ: 

https://biletebi.ge/company/org-telavi-international-music-festival

344 total views, 44 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.