fbpx

ვაზისუბნის მამული ზედიზედ მეორედ გახდა MICHELIN KEY-ს მფლობელი და Condé Nast Traveler-ის რჩეული


გააზიარე სტატია

2026 წელს, ვაზისუბნის მამულმა MICHELIN Guide Hotel Selection-ის ფარგლებში კიდევ ერთი MICHELIN Key მიიღო. სასტუმრო საერთაშორისო ჯილდოს ზედიზედ უკვე მეორე წელია იღებს. MICHELIN Key საუკეთესო სასტუმროების აღიარების ნიშანია და ერთი, ორი ან სამი Key კატეგორიით გაიცემა.

კახეთის ისტორიული სასტუმროს წარმატება ამ წელს ამით არ სრულდება, ვაზისუბნის მამული Condé Nast Traveler-ის რჩეულიც გახდა და მსოფლიოს გამორჩეულ ღვინის სასტუმროებს შორის, სტატიაში “12 Wine Hotels Around the World Where You Can Sip, Sleep, and Stomp Grapes” –ში დასახელდა. 

ეს ორი საერთაშორისო აღიარება და სტატიაში გამახვილებული ყურადღება ქართული ყურძნის ჯიშებსა და ვენახში გამართულ ვახშმებზე, სასახლეზე, 140 წლიან მარანსა და ქვევრის ტრადიციაზე, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას, გასტრონომიასა და სტუმარმასპინძლობის წესს მსოფლიო მაშტაბით, რომლის სახეც და გამოცდილების მიღების საშუალება  ვაზისუბნის მამული გახდა. 

 ვაზისუბნის მამულის ისტორია 1891 წლიდან იწყება და დაკავშირებულია ქართველი თავადისა და მეღვინეობის პიონერ, სულხან ჭავჭავაძის სახელთან. ისტორიული მამულის აღდგენის შემდგომ, განახლდა ვენახები და ძველი მარანი, სასახლე კი 19 ნომრიან ბუტიკ-სასტუმროდ იქცა. 

 დღევანდელ დღეს ვაზისუბნის მამული აერთიანებს და სთავაზობს სტუმრებს ქართულ ადგილობრივ ყურძნის ჯიშებს, ქვევრის ტრადიციულ მეღვინეობას, თანამედროვე ღვინის სტილებს, გასტრონომიასა და სტუმარმანსპინძლობის ტრადიციის გაგრძელებას, რაც მამულის ისტორიულ მემკვიდრეობას ეფუძნება. 

 მამული აერთიანებს მევენახეობას, მეღვინეობას, გასტრონომიასა და სტუმარმასპინძლობას, განსაკუთრებული აქცენტით ქართულ ადგილობრივ ყურძნის ჯიშებსა და კახეთის ტერუარზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.