fbpx

„ნათელა” – Cinemaomy-ში გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება


გააზიარე სტატია

სექტემბერში თბილისში დამოუკიდებელ კინოთეატრი Cinema O’my გაიხსნა. ის შეიქმნა იდეით, რომ კინოს შეუძლია ადამიანების დაახლოება, კულტურული მეხსიერების შენარჩუნება და იმ სამყაროზე საუბრის დაწყება, რომელშიც ვცხოვრობთ.

პროგრამა კინოს ყველა ფორმას აერთიანებს – დამოუკიდებელი, დოკუმენტური, ექსპერიმენტული და კლასიკური ფილმებიდან დაწყებული, მნიშვნელოვანი მეინსტრიმული ნამუშევრებით დამთავრებული. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი ტიპის ფილმს შეუძლია გადმოსცეს იმ ადგილისა და დროის კულტურა, ისტორია და სოციალური გარემო, რომელშიც ის შეიქმნა. სხვადასხვა ქვეყნის, ეპოქისა და ტრადიციის ფილმების ჩვენებით გვინდა, მაყურებელმა კინო მთელი თავისი მრავალფეროვნებით აღმოაჩინოს.

8 ოქტომბერს, 20:30 საათზე Cinema O’my-ში გიორგი ქველიძის ფილმის – „ნათელას“ ჩვენება გაიმართება. დოკუმენტური ნამუშევარი მიჰყვება ნათელა გრიგალაშვილის მოგზაურობას იმ ადგილებში, რომლებსაც ის წლების განმავლობაში უბრუნდება. ფილმი ასახავს ფოტოგრაფის ყოველდღიურობას შემოქმედებითი მოგზაურობისას და ურთიერთობას ადგილობრივ მცხოვრებლებთან. პირადი მოგონებების აღბეჭდვით, ფილმი გვაცნობს გრიგალაშვილის შემოქმედებით მიდგომას და გვიჩვენებს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების კულტურულ მრავალფეროვნებას, ტრადიციებსა და ცხოვრების წესს, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება.



 

View this post on Instagram

 

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია რეჟისორ გიორგი ქველიძესთან და კინემატოგრაფ ნიკოლოზ ქაჩიბაიასთან ერთად.

Cinema O’my შეიქმნა იდეით, რომ კინოს შეუძლია ადამიანების დაახლოება, კულტურული მეხსიერების შენარჩუნება და იმ სამყაროზე საუბრის დაწყება, რომელშიც ვცხოვრობთ.

პროგრამა კინოს ყველა ფორმას აერთიანებს – დამოუკიდებელი, დოკუმენტური, ექსპერიმენტული და კლასიკური ფილმებიდან დაწყებული, მნიშვნელოვანი მეინსტრიმული ნამუშევრებით დამთავრებული. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი ტიპის ფილმს შეუძლია გადმოსცეს იმ ადგილისა და დროის კულტურა, ისტორია და სოციალური გარემო, რომელშიც ის შეიქმნა. სხვადასხვა ქვეყნის, ეპოქისა და ტრადიციის ფილმების ჩვენებით გვინდა, მაყურებელმა კინო მთელი თავისი მრავალფეროვნებით აღმოაჩინოს.




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.