fbpx

თიბისი ემიგრანტებისთვის – რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს


გააზიარე სტატია

თიბისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ფინანსები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დამოუკიდებლად მართონ ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით და მარტივად მიიღონ ყველა საჭირო საბანკო პროდუქტი თუ მომსახურება.

ემიგრანტების ყოველდღიურობის გასამარტივებლად თიბისიში სპეციალური გუნდია შექმნილი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებების შესაბამის საბანკო და არასაბანკო პროდუქტებს ქმნის, ხოლო უკვე არსებულს მუდმივად ხვეწს და ავითარებს.

თიბისიში ემიგრანტებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტით შეუძლიათ სარგებლობა.

დისტანციური საბანკო მომსახურების ფარგლებში ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, 30 წამში, ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით გახდნენ და ისარგებლონ ყველა არსებული პროდუქტითა და მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ვიდეობანკის სერვისით სარგებლობა და რეგისტრაციის პროცესში თიბისის წარმომადგენლის მხრიდან დახმარების მიღება.

უფასო თიბისი ბარათის, კერძოდ ციფრული ბარათის აღება ინტერნეტ და მობაილბანკიდან სრულიად უფასოდ, ზუსტად 30 წამშია შესაძლებელი. ბარათით შესაძლებელია ნებისმიერ POS ტერმინალზე, ასევე ონლაინპლატფორმებზე გადახდა, უფასო გადარიცხვები ქართულ ბანკებში, კონვერტაცია სპეციალური კურსით, კომუნალური გადახდები და გზავნილის ანგარიშზე გადარიცხვა.

ანაბრების გახსნა ემიგრანტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ და სარგებლის დარიცხვისას მაღალი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობენ.

იპოთეკური სესხით ემიგრანტებს შეუძლიათ ისარგებლონ უძრავი ქონების შესაძენად, სახლის ასაშენებლად ან გასარემონტებლად.

ფულადი გზავნილების მიღება, გაგზავნა და განაღდება შესაძლებელია დისტანციურად, თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან, სპეციალური პირობებით. განაღდებული გზავნილი მომენტალურად აისახება საბარათე ანგარიშზე. ასევე, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში შესაძლებელია გზავნილების ნაწილობრივ კონვერტაცია, რისთვისაც საქართველოში, საუკეთესო კურსით სარგებლობაა შესაძლებელი.

 

მომენტალური გადარიცხვები უცხოური ბარათებიდან ემიგრანტებს საშუალებას აძლევს, უცხოური ბანკების VISA და Mastercard ბარათებიდან თანხა თიბისის ანგარიშზე 24/7 რეჟიმში, მომენტალურად გადმოიტანონ – მარტივად და სრულად დისტანციურად.

„ჩვენი მიზანია, ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურება მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ყოველდღიურად აქვთ ფინანსური სერვისებით სარგებლობის საჭიროება. სწორედ ამიტომ, ვქმნით და ვავითარებთ ისეთ პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სრულფასოვნად მართონ საკუთარი ფინანსები, ისარგებლონ საბანკო პროდუქტებით და ყველა საჭირო მომსახურება დისტანციურად მიიღონ. გვინდა, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ბანკთან ურთიერთობა დამატებითი ბარიერების გარეშე შეძლონ და თავი საქართველოსთან კიდევ უფრო ახლოს იგრძნონ“, – გიორგი ხომასურიძე, თიბისის ემიგრანტების სეგმენტის მიმართულების ხელმძღვანელი.

სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.