fbpx

პროტესტი დიზაინით: მსოფლიოს ქვეყნები 20%-ის გარეშე


გააზიარე სტატია


ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს დაემთხვა ინტერნეტ-ქსელებში საპროტესტო გრაფიკული სერიის გამოჩენა სახელწოდებით What if… რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს 20% ტერიტორიის დანაკარგით გვიჩვენებს. ესაა გიგი ქადაგიშვილის პროექტი-აქცია, რომლითაც ის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარებას გამოეხმაურა.

გიგი ქადაგიშვილი:

გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ბავშვობიდან, დაახლოებით 10 წელია ვმუშაობ, მაგრამ  პროფესიული განათლება არ მაქვს. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის განხრით. ახლახან დავიწყე მუშაობა მარკეტინგულ კომპანიაში 4Media.  

რაც შეეხება ამ პროექტს, ზოგადად მინდოდა ჩემი მხრიდან გამომეხატა პროტესტი რუსული აგრესიის მიმართ, ვფიქრობდი პრინტზე, მაგრამ შემდეგ მომივიდა იდეა, რომ თითოეულ  ქვეყანას ოდნავ მაინც ეგრძნო ის პრობლემა, რის წინაშეც საქართველო დგას. ამიტომ გავაკეთე 20-მდე პოსტერი.

ინდივიდუალური დიზაინ-პროექტების კეთება დაახლოებით სამი თვის წინ დავიწყე, რომლებსაც თავიდანვე მოჰყვა გამოხმაურება. What if… უკვე  მეოთხეა.

What if…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.