fbpx

”დარღვეულია საქართველოში”, ერეკლე დეისაძის ”ხალხური“


გააზიარე სტატია

დღეს სოციალურ ქსელში ერეკლე დეისაძის ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდა და მალევე ათასობით გაზიარება მოჰყვა. ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში მუსიკოსს სიმღერის აღება მოსთხოვეს.

ერეკლემ თავისი ფეისბუქის გვერდზე დაწერა:

“მეგობრებო, ჩემი შემოქმედების გამო არაერთხელ გავმხდარვარ კრიტიკის ობიექტი, ამას მე მიჩვეული ვარ, არც ეს სიმღერა აღმოჩდა გამონაკლისი, უბრალოდ ასეთ მოკლე ვადებში არ ველოდებოდი, მოითხოვენ რომ ვიდეო ავიღო, სხვა შემთხვევაში ამაში საავტორო უფლებების ასოციაცია ჩაერთვება და შესაბამისი უწყებები სამართლებრივი გზით შეეცდებიან ამ საკითხის გადაწყვეტას.

ჩემი შემოქმედება ჩემი იდეური ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია, ქვეყანაში სადაც ადამიანის უფლებები მხოლოდ უმცირესობას ადარდებს და ამ მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, საავტორო უფლებებზე დავა ჩემთვის ღიმილის მომგვრელია.

მე არ ვაპირებ ეს ვიდეო ავიღო. ალბათ ,იუთუბს’ მიმართავენ და წაშლიან, მაგრამ ჩემი ხელით ეს არ მოხდება. დარღვეულია საქართველოში”

იუთუბზე სიმღერის სათაურია ” ხალხური”, თუმცა მუსიკა გია ყანჩელის მუსიკალური კომპოზიციის ” შენ ერთადერთი” თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

ერეკლე დეისაძე თავისი ახალ ვიდეოს შესახებ წერს:

“ეს ცეკვა სუხიშვილებამდე ადრე ვიცეკვე, შთაგონების წყარო ილიკო იყო. ეს დამთხვევა შემთხვევითი არ არის, ყოველთვის ვგრძნობდი შინაგან ლტოლვას ნაციონალური ბალეტის მიმართ, ჩემი ცეკვაც ამ ქორეოგრაფიული ხაზის თავისებური გაგრძელებაა”.


რეკომენდებული სტატიები
მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა

მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა

მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა
ორგანიზებული დანაშაულის შესახებ სამეცნიერო კვლევის თანახმად, მექსიკის მოსაზღვრე იმ ამერიკულ შტატებში, სადაც სამედიცინო მარიხუანას წარმოება და გაყიდვა ლეგალური გახდა, მძიმე დანაშაულისა და მკვლელობების რიცხვი 13%-ით შემცირდა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.